https://sputnik-georgia.com/20261022/axali-suamdgomlobebi-partiebis-akrzalvastan-dakavsirebuli-sasamartlo-sxdomebis-meore-dre-301304320.html
ახალი შუამდგომლობები: პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სასამართლო სხდომების მეორე დღე
ახალი შუამდგომლობები: პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სასამართლო სხდომების მეორე დღე
Sputnik საქართველო
მმართველი პარტია აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები აღნიშნულ შუამდგომლობებს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებისთვის იყენებენ და უარყოფს მათ მიერ წარმოდგენილ... 22.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-22T21:48+0400
2026-10-22T21:48+0400
2026-10-23T00:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1e/250491417_0:0:3283:1847_1920x0_80_0_0_5b29bb4afd6826f06a225fd8b3528c09.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ჯერ კიდევ ვერ ახერხებს გადავიდეს ხუთი ოპოზიციური პარტიის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებული საქმის არსებით განხილვაზე, მოსმენების მეორე დღე სრულად დაეთმო მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილ შუამდგომლობებს, რომელთაგან არცერთი არ დაკმაყოფილდა.სასამართლო განიხილავს შემდეგი პარტიების საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია – საქართველოსთვის“.მეორე დღეს პარტიებმა — „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო“ და „საქართველოსთვის“ — სხვადასხვა შუამდგომლობა წარადგინეს. მოთხოვნათა უმეტესობა მოწმეების გამოძახებასა და დამატებითი მტკიცებულებების წარდგენას ეხებოდა.კერძოდ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ დამატებითი მტკიცებულებების წარდგენასა და კონკრეტული მოწმეების გამოძახებას ითხოვდა, ხოლო პარტია „ლელომ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა თხოვნით, კონსულტაციებისთვის მიემართა ვენეციის კომისიისა და სტრასბურგის სასამართლოსთვის.მართალია, სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა აღნიშნა, რომ განხილვის პროცესში ამ მოთხოვნას გაითვალისწინებს; სასამართლომ მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ არსებული მტკიცებულებები არასაკმარისი აღმოჩნდება, იგი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ დამატებითი მასალების წარმოდგენას მოსთხოვს. ამავდროულად, პარტია „ლელოს“ შუამდგომლობა უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.მმართველი პარტია, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები შუამდგომლობების მეშვეობით პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას ცდილობენ და რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მათ არგუმენტებს არ ეთანხმებიან.სამართლებრივი კაზუსი გრძელდებაუკვე მეორე დღეა, 2019 წლის შემდეგ დაარსებული პარტიები — „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო“ და „საქართველოსთვის“ — განმარტებას ითხოვენ იმის თაობაზე, თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული „ქართული ოცნების“ სარჩელი და საქართველოს კონსტიტუციის კონკრეტულად რომელი მუხლის დარღვევას ედავებიან მათ.კამათი იმ ფაქტს უკავშირდება, რომ სარჩელი ეხება პერიოდს, როდესაც ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, ხოლო ბრალდებების უმეტესი ნაწილი სწორედ ამ პარტიისკენ არის მიმართული.აღნიშნული სამივე პარტია მხოლოდ ერთ ან ორ არჩევნებში მონაწილეობდა; ისინი აცხადებენ, რომ გაუგებარია, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეთ მათ იმ მოვლენებთან, რომლებიც მათ ჩამოყალიბებამდე მოხდა.გაურკვევლობამ გავლენა იქონია შუამდგომლობების წარდგენაზე, ვინაიდან სასამართლომ დაადგინა, რომ ეს მხარეებისთვის ერთადერთი შესაძლებლობაა, მოითხოვონ მოწმეების გამოძახება ან მტკიცებულებების წარდგენა. პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის რთულია საქმესთან დაკავშირებული შუამდგომლობების წარდგენა, რადგან ბრალდებების ფორმულირება ბუნდოვანია და მათთვის გაურკვეველია, კონკრეტულად რას ედავებიან მათ.სწორედ ამ საკითხს ეხებოდა პარტია „საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილი შუამდგომლობა. სასამართლომ განმარტა, რომ მას არ შეუძლია მოსარჩელეს უკარნახოს, თუ როგორ ჩამოაყალიბოს სარჩელი, თუმცა მაინც ურჩია „ქართულ ოცნებას“, რომ სარჩელში თითოეულ პარტიასთან მიმართებაში კონკრეტულად მიეთითებინა სავარაუდო დარღვევები.სასამართლო პროცესი პარასკევს, 23 ოქტომბერს განახლდება, რა დროსაც მხარეთა მიერ წარდგენილი შუამდგომლობების განხილვა გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1e/250491417_249:0:2980:2048_1920x0_80_0_0_89eff73f0a5a1d78588483ca1ae718e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საკონსტიტუციო სასამართლო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საკონსტიტუციო სასამართლო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება
ახალი შუამდგომლობები: პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სასამართლო სხდომების მეორე დღე
21:48 22.10.2026 (განახლებულია: 00:49 23.10.2026) მმართველი პარტია აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები აღნიშნულ შუამდგომლობებს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებისთვის იყენებენ და უარყოფს მათ მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ჯერ კიდევ ვერ ახერხებს გადავიდეს ხუთი ოპოზიციური პარტიის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებული საქმის არსებით განხილვაზე, მოსმენების მეორე დღე სრულად დაეთმო მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილ შუამდგომლობებს, რომელთაგან არცერთი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო განიხილავს შემდეგი პარტიების საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია – საქართველოსთვის“.
მეორე დღეს პარტიებმა — „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო“ და „საქართველოსთვის“ — სხვადასხვა შუამდგომლობა წარადგინეს. მოთხოვნათა უმეტესობა მოწმეების გამოძახებასა და დამატებითი მტკიცებულებების წარდგენას ეხებოდა.
კერძოდ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ დამატებითი მტკიცებულებების წარდგენასა და კონკრეტული მოწმეების გამოძახებას ითხოვდა, ხოლო პარტია „ლელომ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა თხოვნით, კონსულტაციებისთვის მიემართა ვენეციის კომისიისა და სტრასბურგის სასამართლოსთვის.
მართალია, სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა აღნიშნა, რომ განხილვის პროცესში ამ მოთხოვნას გაითვალისწინებს; სასამართლომ მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ არსებული მტკიცებულებები არასაკმარისი აღმოჩნდება, იგი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ დამატებითი მასალების წარმოდგენას მოსთხოვს. ამავდროულად, პარტია „ლელოს“ შუამდგომლობა უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
მმართველი პარტია, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები შუამდგომლობების მეშვეობით პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას ცდილობენ და რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მათ არგუმენტებს არ ეთანხმებიან.
სამართლებრივი კაზუსი გრძელდება
უკვე მეორე დღეა, 2019 წლის შემდეგ დაარსებული პარტიები — „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო“ და „საქართველოსთვის“ — განმარტებას ითხოვენ იმის თაობაზე, თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული „ქართული ოცნების“ სარჩელი და საქართველოს კონსტიტუციის კონკრეტულად რომელი მუხლის დარღვევას ედავებიან მათ.
კამათი იმ ფაქტს უკავშირდება, რომ სარჩელი ეხება პერიოდს, როდესაც ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, ხოლო ბრალდებების უმეტესი ნაწილი სწორედ ამ პარტიისკენ არის მიმართული.
აღნიშნული სამივე პარტია მხოლოდ ერთ ან ორ არჩევნებში მონაწილეობდა; ისინი აცხადებენ, რომ გაუგებარია, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეთ მათ იმ მოვლენებთან, რომლებიც მათ ჩამოყალიბებამდე მოხდა.
გაურკვევლობამ გავლენა იქონია შუამდგომლობების წარდგენაზე, ვინაიდან სასამართლომ დაადგინა, რომ ეს მხარეებისთვის ერთადერთი შესაძლებლობაა, მოითხოვონ მოწმეების გამოძახება ან მტკიცებულებების წარდგენა. პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის რთულია საქმესთან დაკავშირებული შუამდგომლობების წარდგენა, რადგან ბრალდებების ფორმულირება ბუნდოვანია და მათთვის გაურკვეველია, კონკრეტულად რას ედავებიან მათ.
სწორედ ამ საკითხს ეხებოდა პარტია „საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილი შუამდგომლობა. სასამართლომ განმარტა, რომ მას არ შეუძლია მოსარჩელეს უკარნახოს, თუ როგორ ჩამოაყალიბოს სარჩელი, თუმცა მაინც ურჩია „ქართულ ოცნებას“, რომ სარჩელში თითოეულ პარტიასთან მიმართებაში კონკრეტულად მიეთითებინა სავარაუდო დარღვევები.
სასამართლო პროცესი პარასკევს, 23 ოქტომბერს განახლდება, რა დროსაც მხარეთა მიერ წარდგენილი შუამდგომლობების განხილვა გაგრძელდება.