https://sputnik-georgia.com/20261021/saqartelodan-84-aralegali-gaazeves-301263277.html
საქართველოდან კიდევ 84 არალეგალი გააძევეს
საქართველოდან კიდევ 84 არალეგალი გააძევეს
Sputnik საქართველო
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. 21.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-21T14:22+0400
2026-10-21T14:22+0400
2026-10-21T14:22+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/11/297187037_45:0:1236:670_1920x0_80_0_0_122e18fe22a18e1b6837e92cdbfedfb7.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ქვეყნიდან გაძევებულია თურქმენეთის, რუსეთის, თურქეთის, იორდანიის, ეგვიპტის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ლიბანის, ნიგერიის, ჩინეთის, ბანგლადეშის, ერაყის, კუბის, მოლდოვას, პანამის, საუდის არაბეთისა და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 84 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3400-ზე მეტი პირი. უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო. ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა ორიდან ხუთ წლამდე ვადით ეკრძალებათ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა. ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებებმა ერთგვარი პრევენციული ხასიათის დატვირთვა მიიღო, რამაც საქართველოში მყოფი უცხოელი არალეგალების მხრიდან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება გამოიწვია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველო ნებაყოფლობით უკვე 2 ათასზე მეტმა უცხოელმა არალეგალმა დატოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/11/297187037_194:0:1087:670_1920x0_80_0_0_e981fd8d909622e8db803786812f9d21.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოდან კიდევ 84 არალეგალი გააძევეს
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ქვეყნიდან გაძევებულია თურქმენეთის, რუსეთის, თურქეთის, იორდანიის, ეგვიპტის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ლიბანის, ნიგერიის, ჩინეთის, ბანგლადეშის, ერაყის, კუბის, მოლდოვას, პანამის, საუდის არაბეთისა და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 84 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3400-ზე მეტი პირი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო.
ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა ორიდან ხუთ წლამდე ვადით ეკრძალებათ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა.
ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებებმა ერთგვარი პრევენციული ხასიათის დატვირთვა მიიღო, რამაც საქართველოში მყოფი უცხოელი არალეგალების მხრიდან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება გამოიწვია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველო ნებაყოფლობით უკვე 2 ათასზე მეტმა უცხოელმა არალეგალმა დატოვა.