გაფორმდა 26 ხელშეკრულება: მთავრობა ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს ასაჯაროებს

© Ministry of Internal Affairs of Georgiaილია მეორის დაკრძალვის ცერემონია
ილია მეორის დაკრძალვის ცერემონია - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2026
გამოწერა
ილია მეორის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხების შესაძლო გაფლანგვის საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობის მიერ გამოყოფილი 3 მლნ ლარიდან მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა.
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიალის ორგანიზებისთვის კულტურის სამინისტროს მიერ გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 722,645 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ილია მეორის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხების შესაძლო გაფლანგვის საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობის მიერ გამოყოფილი 3 მლნ ლარიდან მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა. ამ ინფორმაციამ საზოგადოებაში, მათ შორის ოპოზიციაში, გამოიწვია საუბრები ცერემონიის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სამინისტროების მიერ თანხების შესაძლო არამიზნობრივად გამოყენების შესახებ. წამოჭრილი კითხვების ფონზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ხარჯების შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროებდა, თუმცა, გამორიცხა გაფლანგვის შესაძლებლობა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისიის ოქმით განისაზღვრა დაკრძალვის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყებები, მათ შორის, კულტურის სამინისტრო, რომელსაც დაევალა დაკრძალვის ცერემონიის (ღონისძიების) ორგანიზება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თავდაპირველად 2026 წლის 20 მარტის განკარგულებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კულტურის სამინისტროსთვის 3 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. თუმცა, 8 მაისის განკარგულებით განხორციელებული ცვლილების შედეგად, ასათვისებელი თანხა 722 645 ლარამდე შემცირდა, ხოლო დარჩენილი 2 277 355 ლარი ბიუჯეტს დაუბრუნდა.
უწყების ცნობით, კულტურის სამინისტროს მიერ ღონისძიების ორგანიზებისათვის გაფორმდა 26 ხელშეკრულება:
შპს TV პროექტი – უწყვეტი დენის მიწოდება და განათებით უზრუნველყოფა სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე -10 000 ლარი;
შპს ალფა სტუდიო – უწყვეტი დენის მიწოდება (გენერატორებით მომსახურება) სიონისა და სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე – 21 800 ლარი;
შპს ლუმა დეველოპმენტ – სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა კონსტრუქციისა და სივრცეების მოწყობა (მინის პოდიუმი, ჟურნალისტების სივრცე, ოპერატორების სივრცე, გუნდების სივრცე და ა.შ.) – 53 624.10 ლარი;
შპს ჯი თი ჰოლდინგი – სამების საკათედრო ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე პროცესიისთვის განსაზღვრული გზის, სიონის ტაძრის მიმდებარედ ლედ ეკრანებით, გახმოვანებით, გენერატორებით, ლეიერების კონსტრუქციებით უზრუნველყოფა – 133 230 ლარი;
შპს ვი თი სერვისი – რეგიონებიდან სალოტბარო სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება 33 ერთეული მიკროავტობუსით- 13 200 ლარი;
ი/მ გიორგი კვიჟინაძე – სალოტბარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურება 3 ავტობუსით – 2 850 ლარი;
შპს თელედა – დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ღვინის (406 ბოთლი) შესყიდვა – 10 150 ლარი;
შპს დისქოვერი – სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) – 29 400 ლარი;
შპს ეიჩემსი ჯორჯია – სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) – 33 880 ლარი;
შპს ფლორერია – სამებისა და სიონის ტაძრის ინტერიერის, დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა – 26 550 ლარი;
შპს ჯეოვოისი – სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარედ სხვადასხვა კონსტრუქციის მოწყობა და გახმოვანების სისტემით უზრუნველყოფა, მონტაჟი და დემონტაჟი (გახმოვანება, ხმის ინჟინერია, ლეიერის კონსტრუქციები, ლედ ეკრანები, კაბელ-არხები, ფერმის კონსტრუქციები) – 215 600 ლარი;
შპს თბილისი ჰოტელს ჰოლდინგ (შერატონი) – დაკრძალვის ღონისძიებასთან დაკავშირებით ტრაპეზის ორგანიზების მომსახურება 600 სტუმრისათვის (რომელიც, მათ შორის, მოიცავდა გახმოვანების აპარატურით, თარჯიმნის მომსახურებითა და მიკროფონებით უზრუნველყოფას) – 93 886,70 ლარი;
ი/მ ცირა ჭყონია – ტაძრის ინტერიერის დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა – 16 200 ლარი;
შპს ვი თი სერვისი – 15 მიკროავტობუსით მომსახურება (22 მარტი) – 6 000 ლარი;
ი/მ თამამ იუსუფ ყიზი – წითელი ხავერდის ქსოვილი 10 მეტრი – 300 ლარი;
შპს ჯიჯიეს პრინტი – საშვების, ბეიჯების, ბანერის, მოსაწვევის ბეჭდვის მომსახურება, სკამების ტრანსპორტირების მომსახურება – 11 362.50 ლარი;
შპს სეთ აფ ივენთსი – ჯებირებით, კაბელ-არხებით, პარტიკაბელებით უზრუნველყოფა – 9 740 ლარი;
ი/მ ცირა ჭყონია – ღია სატრანსპორტო საშუალებისათვის ყვავილების შესყიდვა -7 850 ლარი;
შპს ფავორიტი სტილი – 18 ცალი ბანერის დამზადება ლეიერებისათვის – 8 050 ლარი;
შპს ჯენი 1994 – უწყვეტი დენის მიწოდებისათვის გენერატორის მომსახურება – 8 600 ლარი;
შპს ტგ-ტვ – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელიტური კავშირით უზრუნველყოფის მომსახურება – 1 500 ლარი;
შპს ფიური ფილმვორქს – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება – 4 531.20 ლარი;
ი/მ გიორგი კობახია – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირი ეთერის სიგნალის მიწოდებისა და პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება – 2 000 ლარი;
ი/მ ლევან აბულაძე – დრონით ვიდეოგადაღების მომსახურება – 700 ლარი;
ი/მ ილია კიკაბიძე – პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის
ფ/პ ალექსანდრე ხუნწარია – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება – 638 ლარი.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ტაძრები კომპანიებმა („პროგრეს სერვისი“, „ლიტექსი - სერვისი“, „ჯითი გრუპი“) უსასყიდლოდ დაასუფთავეს, ხოლო შპს „აქვა გეომ“ ორგანიზატორებს საჩუქრად 5 ათასი ბოთლი (0.5 ლ) წყალი გადასცა. გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიამ მომსახურება შეღავათიან ფასად გაწია, ხოლო რეჟისორს, შემოქმედებით ჯგუფსა და შემსრულებლებს (მომღერლები, მგალობლები) ჰონორარი არ აუღიათ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა - პატრიარქს მოქალაქეები 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში გამოემშვიდობნენ. ერის სულიერ მამასთან გამოსამშვიდობებლად საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის საეკლესიო დელეგაცია და სახელმწიფოთა წარმომადგენელი ჩამოვიდა. ახალი პატრიარქი შიო III გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0