https://sputnik-georgia.com/20261020/sagareo-saqmeta-saministro-gancxadebas-avrcelebs-301249649.html
საგარეო უწყება: მართლმსაჯულების ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანა სასამართლოზე ზეწოლის ტოლფასია
საგარეო უწყება: მართლმსაჯულების ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანა სასამართლოზე ზეწოლის ტოლფასია
Sputnik საქართველო
სამინისტრო ასევე შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების შესახებ გაკეთებულ... 20.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-20T19:29+0400
2026-10-20T19:29+0400
2026-10-20T19:29+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში
საკონსტიტუციო სასამართლო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_632afeb1c0b901ac3b0f6ba07bde2ab0.jpg
ТБИЛИСИ, 20 окт — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი პარტიების აკრძალვის სარჩელის არსებით განხილვას 21 ოქტომბერს შეუდგება. საკონსტიტუციო სარჩელით მოთხოვნილია 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტები“ და „გახარია საქართველოსთვის“.ევროკავშირის პრეს-სპიკერის თქმით, ეს მოვლენები, ბოლო დროს საკანონმდებლო ცვლილებებთან და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ადრე გაკეთებულ განცხადებებთან ერთად, სასამართლო სისტემის შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზაციაზე მიუთითებს, რაც საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიულ პლურალიზმსა და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას.„სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება წარმოადგენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, მაშინ როდესაც კანონის უზენაესობის პატივისცემა მოითხოვს, რომ სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, საქმე დამოუკიდებლად, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განიხილოს", - ნათქვამია განცხადებაში.სამინისტრო ასევე შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების შესახებ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რაც ხელს უშლის მიმდინარე პროცესების ობიექტურ შეფასებას და აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას.„სამინისტრო მოუწოდებს ყველა შესაბამის წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, წინასწარ შეაფასოს მიმდინარე სასამართლო პროცესები ან აღქმული იყოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევად, და დაიცვან კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპები“, – აღნიშნულია განცხადებაშისარჩელის არსი2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტია, შემდეგ კი „გახარია-საქართველოსთვის" დაემატა და სასამართლოში განახლებული სარჩელი 2026 წლის 21 სექტემბერს შევიდა - საკონსტიტუციო სასამართლოში შესული სარჩელის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის 88 დეპუტატია.„ქართული ოცნება" სარჩელში აღნიშნავს, რომ მას აქვს იმის მტკიცებულება, რომ 5 ოპოზიციური პარტია 2016 წლიდან უწყვეტ რეჟიმში „უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო-პოლიტიკურ, ისე საგარეო-პოლიტიკურ ლეგიტიმაციას".ამასთან, მმართველი პარტია მზადაა დაამტკიცოს, რომ პარტიები წარმოადგენენ „არაკონსტიტუციური მიზნებისთვის განკუთვნილ გაერთიანებას“.არგუმენტების სახით „ქართული ოცნება“ მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ პროცესებში ერთიანდებოდნენ და კოალიციებს ქმნიდნენ: კერძოდ, ჩამოაყალიბეს „ოპოზიციური ალიანსი“ და ხელი მოაწერეს „ქართულ ქარტიას“. გარდა ამისა, პარტია აღნიშნავს, რომ საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალები კოალიციებს ქმნიდნენ ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში - საკრებულოებშიც.გარდა ამისა, პარტია მზად არის დაამტკიცოს, რომ პარტიების ლიდერებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ, ან/და მათი ხელშეწყობითა და მონაწილეობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანის უფლებების ხელყოფას ახორციელებდა. დარღვევებს შორის სახელდება 2008 წლის კონფლიქტი, წამება ციხეებში და ადამიანის უფლებების სხვა დამტკიცებული დარღვევები 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში.ასევე, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ „პარტიების ყველა ქმედება მიუთითებს ერთიან მისწრაფებებსა და მიზნებზე, ერთიან პოლიტიკურ პოზიციაზე და იმაზე, რომ პარტიები იზიარებენ მიზანსა და მისწრაფებას, მოახდინონ არჩევნების დისკრედიტაცია, უარყონ ხალხის ნება და დემოკრატიის მიზანშეწონილობა“. მმართველი პარტია ამის მტკიცებულებად ასახელებს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე უარის თქმას და 2022–2025 წლებში ხელისუფლების დამხობის მცდელობებს.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_9bd32177ab048eac9fbcc2e1c9aed8e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, საკონსტიტუციო სასამართლო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, საკონსტიტუციო სასამართლო, ახალი ამბები
საგარეო უწყება: მართლმსაჯულების ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანა სასამართლოზე ზეწოლის ტოლფასია
სამინისტრო ასევე შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების შესახებ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით
ТБИЛИСИ, 20 окт — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი პარტიების აკრძალვის სარჩელის არსებით განხილვას 21 ოქტომბერს შეუდგება. საკონსტიტუციო სარჩელით მოთხოვნილია 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტები“ და „გახარია საქართველოსთვის“.
ევროკავშირის პრეს-სპიკერის თქმით, ეს მოვლენები, ბოლო დროს საკანონმდებლო ცვლილებებთან და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ადრე გაკეთებულ განცხადებებთან ერთად, სასამართლო სისტემის შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზაციაზე მიუთითებს, რაც საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიულ პლურალიზმსა და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას.
„სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება წარმოადგენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, მაშინ როდესაც კანონის უზენაესობის პატივისცემა მოითხოვს, რომ სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, საქმე დამოუკიდებლად, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განიხილოს", - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრო ასევე შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების შესახებ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რაც ხელს უშლის მიმდინარე პროცესების ობიექტურ შეფასებას და აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას.
„სამინისტრო მოუწოდებს ყველა შესაბამის წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, წინასწარ შეაფასოს მიმდინარე სასამართლო პროცესები ან აღქმული იყოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევად, და დაიცვან კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპები“, – აღნიშნულია განცხადებაში
2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტია, შემდეგ კი „გახარია-საქართველოსთვის" დაემატა და სასამართლოში განახლებული სარჩელი 2026 წლის 21 სექტემბერს შევიდა - საკონსტიტუციო სასამართლოში შესული სარჩელის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის 88 დეპუტატია.
„ქართული ოცნება" სარჩელში აღნიშნავს, რომ მას აქვს იმის მტკიცებულება, რომ 5 ოპოზიციური პარტია 2016 წლიდან უწყვეტ რეჟიმში „უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო-პოლიტიკურ, ისე საგარეო-პოლიტიკურ ლეგიტიმაციას".
ამასთან, მმართველი პარტია მზადაა დაამტკიცოს, რომ პარტიები წარმოადგენენ „არაკონსტიტუციური მიზნებისთვის განკუთვნილ გაერთიანებას“.
არგუმენტების სახით „ქართული ოცნება“ მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ პროცესებში ერთიანდებოდნენ და კოალიციებს ქმნიდნენ: კერძოდ, ჩამოაყალიბეს „ოპოზიციური ალიანსი“ და ხელი მოაწერეს „ქართულ ქარტიას“. გარდა ამისა, პარტია აღნიშნავს, რომ საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალები კოალიციებს ქმნიდნენ ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში - საკრებულოებშიც.
გარდა ამისა, პარტია მზად არის დაამტკიცოს, რომ პარტიების ლიდერებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ, ან/და მათი ხელშეწყობითა და მონაწილეობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანის უფლებების ხელყოფას ახორციელებდა. დარღვევებს შორის სახელდება 2008 წლის კონფლიქტი, წამება ციხეებში და ადამიანის უფლებების სხვა დამტკიცებული დარღვევები 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში.
ასევე, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ „პარტიების ყველა ქმედება მიუთითებს ერთიან მისწრაფებებსა და მიზნებზე, ერთიან პოლიტიკურ პოზიციაზე და იმაზე, რომ პარტიები იზიარებენ მიზანსა და მისწრაფებას, მოახდინონ არჩევნების დისკრედიტაცია, უარყონ ხალხის ნება და დემოკრატიის მიზანშეწონილობა“. მმართველი პარტია ამის მტკიცებულებად ასახელებს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე უარის თქმას და 2022–2025 წლებში ხელისუფლების დამხობის მცდელობებს.