პენსიონერთა პირადი მონაცემები მოიპარა და სესხი აიღო: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2026
გამოწერა
ქალმა პენსიონრების მოტყუებით მოპოვებული პირადი მონაცემებით ჯამში 43,792 ლარის სესხი გაიაქტიურა.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქალი პენსიონერებს ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარების დანიშვნას ჰპირდებოდა, რის შემდეგაც მათი პირადი მონაცემების ფარულად მოპოვებისა და მობილურ ტელეფონებში არსებული საბანკო აპლიკაციების გამოყენებით სესხებს ააქტიურებდა.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ბრალდებული ჯამში 43,792 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა.
გამოძიება სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0