https://sputnik-georgia.com/20261020/nikoloz-samxaradze-evrokavshirtan-urtiertobebze-301248800.html
გარდამტეხი მომენტი: „ქართულ ოცნებაში“ ევროკავშირთან უთანხმოება განმარტეს
გარდამტეხი მომენტი: „ქართულ ოცნებაში“ ევროკავშირთან უთანხმოება განმარტეს
Sputnik საქართველო
სამხარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი ეროვნული ამოცანები მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. 20.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-20T18:02+0400
2026-10-20T18:02+0400
2026-10-20T18:02+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ბრიუსელი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23716/46/237164683_0:94:2000:1219_1920x0_80_0_0_09eb672642b951a290968a13e88066a3.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში გარდამტეხი მომენტი 2024 წელს დადგა, როდესაც ევროპარლამენტმა არ აღიარა საპარლამენტო არჩევნების შედეგები და მხარი დაუჭირა ოპოზიციის ბოიკოტს, რომელიც ქვეყნის იზოლაციას ცდილობდა, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ. ევროპარლამენტმა საქართველოში ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი რეზოლუცია იმავე წლის 28 ნოემბერს მიიღო. დოკუმენტი ეხებოდა არჩევნების შემდგომ საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის გაუარესებასა და სავარაუდო გაყალბებებს. ევროპარლამენტმა არ ცნო კენჭისყრის შედეგები და ხელისუფლებას მოუწოდა ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ.სამხარაძის თქმით, არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას ასახავდა, თუმცა ევროპარლამენტმა არა მხოლოდ უარი თქვა მათ აღიარებაზე, არამედ მოუწოდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მიჰყოლოდნენ მის მაგალითს, მან ასევე მხარი დაუჭირა ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს.„მათ ამაში დაეხმარნენ ევროკავშირის წარმომადგენელი კონკრეტული პირები“, - განაცხადა დეპუტატმა.ამასთან, სამხარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი ეროვნული ამოცანები მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. საგარეო პოლიტიკა, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა, ამ მიზნების მიღწევას უნდა ემსახურებოდეს.მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკაზე ევროკავშირის კრიტიკის გამო, მიუხედავად ქვეყნის მიერ გაერთიანებაში გაწევრიანების სურვილისა.„ჩვენ გვეუბნებიან: თუ ევროკავშირში არ გინდათ, მაშინ რატომ აკრიტიკებთ მას? მაგრამ ჩვენ ამაზე სწორედ იმიტომ ვსაუბრობთ ასე ბევრს, რომ ევროკავშირში გვინდა. ეს რომ არ გვინდოდეს, საერთოდ შევწყვეტდით ამაზე ლაპარაკს“, — განმარტა დეპუტატმა.სამხარაძის თქმით, საგარეო პოლიტიკური კურსი თავისთავად არ არის ერის გამაერთიანებელი ფაქტორი, რადგან ის შეიძლება შეიცვალოს ისტორიული გარემოებებიდან გამომდინარე. ამასთან, სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ ორიენტირად საქართველოს ეროვნული ინტერესები უნდა რჩებოდეს.საქართველო და ევროკავშირისაქართველომ 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და, ფაქტობრივად, ქვეყნის ევროინტეგრაცია.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ევროკავშირი
ბრიუსელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23716/46/237164683_124:0:1876:1314_1920x0_80_0_0_1eb027aaf2bc78bfab31a5831e295f74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ბრიუსელი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ბრიუსელი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
გარდამტეხი მომენტი: „ქართულ ოცნებაში“ ევროკავშირთან უთანხმოება განმარტეს
სამხარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი ეროვნული ამოცანები მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში გარდამტეხი მომენტი 2024 წელს დადგა, როდესაც ევროპარლამენტმა არ აღიარა საპარლამენტო არჩევნების შედეგები და მხარი დაუჭირა ოპოზიციის ბოიკოტს, რომელიც ქვეყნის იზოლაციას ცდილობდა, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
ევროპარლამენტმა საქართველოში ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი რეზოლუცია იმავე წლის 28 ნოემბერს მიიღო. დოკუმენტი ეხებოდა არჩევნების შემდგომ საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის გაუარესებასა და სავარაუდო გაყალბებებს. ევროპარლამენტმა არ ცნო კენჭისყრის შედეგები და ხელისუფლებას მოუწოდა ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ.
სამხარაძის თქმით, არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას ასახავდა, თუმცა ევროპარლამენტმა არა მხოლოდ უარი თქვა მათ აღიარებაზე, არამედ მოუწოდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მიჰყოლოდნენ მის მაგალითს, მან ასევე მხარი დაუჭირა ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს.
„მათ ამაში დაეხმარნენ ევროკავშირის წარმომადგენელი კონკრეტული პირები“, - განაცხადა დეპუტატმა.
ამასთან, სამხარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი ეროვნული ამოცანები მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. საგარეო პოლიტიკა, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა, ამ მიზნების მიღწევას უნდა ემსახურებოდეს.
„ეს არის ორი მთავარი ფუნდამენტური მიზანი, რომელიც ჩვენ წინაშე დგას. ყველაფერი დანარჩენი, მათ შორის, საგარეო პოლიტიკური ვექტორი და ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა, ამ ორ მთავარ იდეას ემსახურება“, — განაცხადა სამხარაძემ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკაზე ევროკავშირის კრიტიკის გამო, მიუხედავად ქვეყნის მიერ გაერთიანებაში გაწევრიანების სურვილისა.
„ჩვენ გვეუბნებიან: თუ ევროკავშირში არ გინდათ, მაშინ რატომ აკრიტიკებთ მას? მაგრამ ჩვენ ამაზე სწორედ იმიტომ ვსაუბრობთ ასე ბევრს, რომ ევროკავშირში გვინდა. ეს რომ არ გვინდოდეს, საერთოდ შევწყვეტდით ამაზე ლაპარაკს“, — განმარტა დეპუტატმა.
სამხარაძის თქმით, საგარეო პოლიტიკური კურსი თავისთავად არ არის ერის გამაერთიანებელი ფაქტორი, რადგან ის შეიძლება შეიცვალოს ისტორიული გარემოებებიდან გამომდინარე. ამასთან, სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ ორიენტირად საქართველოს ეროვნული ინტერესები უნდა რჩებოდეს.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და, ფაქტობრივად, ქვეყნის ევროინტეგრაცია.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.