https://sputnik-georgia.com/20261020/miqanadzem-olimpiadis-gamarjvebulebi-daajildova-301239312.html
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
Sputnik საქართველო
ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებს - პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი დიპლომები გადაეცათ. 20.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-20T17:00+0400
2026-10-20T17:00+0400
2026-10-20T17:00+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/19/293908211_0:52:1001:615_1920x0_80_0_0_7aad91b635543dc8095b71554acb10e1.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის 49 გამარჯვებული დააჯილდოვა.საქართველოში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების როგორც საშუალო, ისე საბაზო საფეხურის მოსწავლეებს.წელს ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი 19,600-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა - მეორე ტურში 7,8 ათასზე მეტი მონაწილე, ხოლო მესამე ტურში 600-ზე მეტი მოსწავლე გადავიდა. გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე ათეული ყველა საგანსა და შესაბამის ასაკობრივ კატეგორიებში. ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამხდარიყვნენ იმ გუნდების წევრები, რომლებმაც საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ოლიმპიადებში.გივი მიქანაძემ მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათი შესაძლებლობების გამოვლენის კუთხით ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.2025-2026 სასწავლო წელს ოლიმპიადა ცენტრალიზებულად სამ ტურად შემდეგ საგნებში ჩატარდა: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის), მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და უცხოურ ენებში.ამასთან, ოლიმპიადა ჩატარდა ინფორმატიკაშიც - საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციის მიერ.ოლიმპიადას ატარებს საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი და ის სამ ეტაპს მოიცავს - სასკოლო, რეგიონული და დასკვნითი ეტაპი.ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებს - პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი დიპლომები გადაეცათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/19/293908211_55:0:944:667_1920x0_80_0_0_7bcc2b202bd038042ebcd5fd26d0a1ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებს - პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი დიპლომები გადაეცათ.
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის 49 გამარჯვებული დააჯილდოვა.
საქართველოში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების როგორც საშუალო, ისე საბაზო საფეხურის მოსწავლეებს.
წელს ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი 19,600-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა - მეორე ტურში 7,8 ათასზე მეტი მონაწილე, ხოლო მესამე ტურში 600-ზე მეტი მოსწავლე გადავიდა. გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე ათეული ყველა საგანსა და შესაბამის ასაკობრივ კატეგორიებში. ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამხდარიყვნენ იმ გუნდების წევრები, რომლებმაც საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ოლიმპიადებში.
გივი მიქანაძემ მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათი შესაძლებლობების გამოვლენის კუთხით ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
2025-2026 სასწავლო წელს ოლიმპიადა ცენტრალიზებულად სამ ტურად შემდეგ საგნებში ჩატარდა: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის), მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და უცხოურ ენებში.
ამასთან, ოლიმპიადა ჩატარდა ინფორმატიკაშიც - საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციის მიერ.
ოლიმპიადას ატარებს საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი და ის სამ ეტაპს მოიცავს - სასკოლო, რეგიონული და დასკვნითი ეტაპი.
ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებს - პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი დიპლომები გადაეცათ.