ინსტრუქცია პედაგოგებისთვის: როგორ უნდა დარეგისტრირდეთ გამოცდაზე და რა უნდა გაითვალისწინოთ

© courtesy of NAEC Georgiaსაგამოცდო აუდიტორია
საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2026
გამოწერა
გამოცდების ეროვნული ცენტრი დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, გაეცნონ გამოცდაში მონაწილეობის პირობებს და რეგისტრაცია დადგენილ ვადებში გაიარონ
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. მასწავლებლის საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია, რომელიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთარში ჩატარდება, 30 ოქტომბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება, იუწყება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე online.naec.ge/defonline. გამოცდის საფასური 50 ლარს შეადგენს, რომლის გადახდაც რეგისტრაციის გავლამდეა სავალდებულო.
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის აქვს გამოცდაზე გასვლის უფლება, ასევე რეგისტრაციის ინსტრუქცია და დამატებითი პირობები გამოქვეყნებულია ეროვნული შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
„ინფორმაცია განრიგის შესახებ გამოქვეყნდება რეგისტრაციისა და შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ და ასევე ხელმისაწვდომი იქნება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა.
გამოცდების ეროვნული ცენტრი დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, გაეცნონ გამოცდაში მონაწილეობის პირობებს და რეგისტრაცია დადგენილ ვადებში გაიარონ.
ყველა ახალი ამბავი
0