შვილებს თანასოფლელ მამაკაცებზე ძალით ათხოვებდნენ: დაკავებულია სამი პირი

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2026
გამოწერა
დანაშაული 4-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში სამი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, შვილებს, მათ შორის, არასრულწლოვანს, მათივე ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდნენ ცოლად გაჰყოლოდნენ თანასოფლელ მამაკაცებს.
გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 150 პრიმა და 126-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0