თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2026
გამოწერა
პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ამოიღო - ასევე ამოღებულია ხელსაწყოები, რომლებიც ბინების „გასატეხად“ გამოიყენებოდა.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ თბილისში ქურდობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა დროს ძვირადღირებული ნივთები მოიპარა.
„ჩხრეკების შედეგად, პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ხელსაწყოები, რომლებიც დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0