„ფინანსური პირამიდა": ჩინეთის მოქალაქეს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2026
გამოწერა
ჩინეთის მოქალაქე ფინანსური პირამიდის სქემის ფარგლებში მოტყუებით დაეუფლა საქართველოს მოქალაქეების კუთვნილ 394, 853 ლარს
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩინეთის მოქალალქეს დიდი ოდენობით თაღლითობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე 11 წელი მიუსაჯა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წელს, ჩინეთის მოქალაქე საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული ფინანსური პირამიდის სქემის ფარგლებში, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს მოქალაქეების კუთვნილ 394,853 ლარს, რის შემდგომაც თანხის უკანონო წარმომავლობის შესანიღბად იგი კრიპტოვალუტაში გადაიტანა და მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე ჩინეთის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2026 წლის 10 მარტს დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0