https://sputnik-georgia.com/20261019/aladobis-braldebit-3-piri-daakaves-301221504.html
ჯგუფური ძალადობა ყვარელში: კახეთში პოლიციამ სამი პირი დააკავა
ჯგუფური ძალადობა ყვარელში: კახეთში პოლიციამ სამი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
აღნიშნულ პირებს, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანია, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-წლამდე ვადით პატიმრობა მუქრებათ. 19.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-19T10:27+0400
2026-10-19T10:27+0400
2026-10-19T10:27+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.აღნიშნულ პირებს, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანია, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-წლამდე ვადით პატიმრობა მუქრებათ.გამოძიებით დადგინდა, რომ 16 ოქტომბერს ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯგუფურად იძალადეს სამ მამაკაცზე.„დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა პირმა დაზარალებულს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც ძალადობაში მონაწილე პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ", - ნათქვამია განცხადებაში.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამი პირი დააკავეს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მიმართ კი კანონით განსაზღვრული ღონისძიებები ტარდება.გამოძიება სსკ-ის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ჯგუფური ძალადობა ყვარელში: კახეთში პოლიციამ სამი პირი დააკავა
აღნიშნულ პირებს, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანია, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-წლამდე ვადით პატიმრობა მუქრებათ.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულ პირებს, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანია, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-წლამდე ვადით პატიმრობა მუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ 16 ოქტომბერს ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯგუფურად იძალადეს სამ მამაკაცზე.
„დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა პირმა დაზარალებულს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც ძალადობაში მონაწილე პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამი პირი დააკავეს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მიმართ კი კანონით განსაზღვრული ღონისძიებები ტარდება.
გამოძიება სსკ-ის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.