საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2026
გამოწერა
დანაშაული 5-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საპატრულო პოლიციამ ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მამაკაცმა საზღვრის გადაკვეთა ყალბი დოკუმენტით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სცადა.
სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.
გამოძიება სსკ-ის 19-344-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0