https://sputnik-georgia.com/20261018/saqartveloshi-arastandartuli-vashlis-subsidirebis-programa-brundeba-301211705.html
საქართველოში არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამა ბრუნდება
საქართველოში არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამა ბრუნდება
Sputnik საქართველო
სუბსიდირების პირობების თანახმად, სოფლის განვითარების სააგენტო კომპანიებს 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0,10 ლარს გადაუხდის, თუ მეხილეობის სფეროში დასაქმებული... 18.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-18T11:57+0400
2026-10-18T11:57+0400
2026-10-18T11:57+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/07/290240233_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_959e143ed97dd0aa3a643ae0cb0b66d6.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამას, რომელიც წელს გააუქმდა, კვლავ გააგრძელებს, პრემიერ-მინისტრმა შესაბამის განკარგულებას უკვე მოაწერა ხელი.სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის მხარდაჭერის 12-წლიან პროგრამაზე უარის შესახებ სექტემბერში განაცხადა და აღნიშნული გადაწყვეტილება პრიორიტეტების შეცვლით ახსნა — როგორც უწყებაში განმარტეს, სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა თანამედროვე ბაღების გაშენებისკენ და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისკენ იქნებოდა მიმართული. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამისთვის“ ასიგნებებიდან 4,5 მილიონი ლარის გამოყოფა. სუბსიდირების პირობების თანახმად, სოფლის განვითარების სააგენტო კომპანიებს 18 დეკემბრამდე 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0,10 ლარს გადაუხდის, თუ მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ ვაშლს არანაკლებ 0,25 ლარად შეისყიდის.ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტომ უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფი, ანუ საკოორდინაციო შტაბი და უზრუნველყოს იგი საოფისე ინვენტარით. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ვაშლის მოსავლის აღების პროცესის ზედამხედველობა, წესრიგის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.სახელმწიფო ასევე გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს კომპანიებს, რომლებსაც წელს ვაშლის მიღება და გადამუშავება სურთ.ვაშლის სუბსიდირებასაქართველოში 2014 წლიდან 2025 წლამდე საქართველოში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების სუბსიდირების პროგრამა მოქმედებდა. სუბსიდირების პროგრამის თანახმად, გადამამუშავებელი ქარხნები (კონცენტრატის მწარმოებლები) ვალდებული იყვნენ ფერმერებისთვის არასტანდარტული ვაშლის ყოველ კილოგრამზე ფიქსირებული გადასახადი გადაეხადათ - ბოლო წლებში ეს საფასური მინიმუმ 0,22-0,25 ლარს შეადგენდა. სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (RDA) გადამამუშავებელ ქარხანას ჩაბარებული ვაშლის ყოველ კილოგრამზე 0,1 ლარის სუბსიდიას უხდიდა.მედიაპლატფორმა BMG-ის ცნობით, სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში 2014-2025 წლებში კომპანიების მიერ შესყიდული არასტანდარტული ვაშლის რაოდენობამ 309,9 ათასი ტონა შეადგინა, რომლის საერთო ღირებულებამ 74 მლნ ლარი შეადგინა. სააგენტოს სუბსიდია გაეწია 24 ხილის გადამმუშავებელ კომპანიას, თითქმის 28 მლნ ლარის ოდენობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/07/290240233_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_6443a7f209f01f53f4adfbbc3601c086.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოში არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამა ბრუნდება
სუბსიდირების პირობების თანახმად, სოფლის განვითარების სააგენტო კომპანიებს 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0,10 ლარს გადაუხდის, თუ მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ ვაშლს არანაკლებ 0,25 ლარად შეისყიდის.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამას, რომელიც წელს გააუქმდა, კვლავ გააგრძელებს, პრემიერ-მინისტრმა შესაბამის განკარგულებას უკვე მოაწერა ხელი.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის მხარდაჭერის 12-წლიან პროგრამაზე უარის შესახებ სექტემბერში განაცხადა და აღნიშნული გადაწყვეტილება პრიორიტეტების შეცვლით ახსნა — როგორც უწყებაში განმარტეს, სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა თანამედროვე ბაღების გაშენებისკენ და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისკენ იქნებოდა მიმართული.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამისთვის“ ასიგნებებიდან 4,5 მილიონი ლარის გამოყოფა.
სუბსიდირების პირობების თანახმად, სოფლის განვითარების სააგენტო კომპანიებს 18 დეკემბრამდე 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0,10 ლარს გადაუხდის, თუ მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ ვაშლს არანაკლებ 0,25 ლარად შეისყიდის.
ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტომ უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფი, ანუ საკოორდინაციო შტაბი და უზრუნველყოს იგი საოფისე ინვენტარით. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ვაშლის მოსავლის აღების პროცესის ზედამხედველობა, წესრიგის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
სახელმწიფო ასევე გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს კომპანიებს, რომლებსაც წელს ვაშლის მიღება და გადამუშავება სურთ.
საქართველოში 2014 წლიდან 2025 წლამდე საქართველოში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების სუბსიდირების პროგრამა მოქმედებდა.
სუბსიდირების პროგრამის თანახმად, გადამამუშავებელი ქარხნები (კონცენტრატის მწარმოებლები) ვალდებული იყვნენ ფერმერებისთვის არასტანდარტული ვაშლის ყოველ კილოგრამზე ფიქსირებული გადასახადი გადაეხადათ - ბოლო წლებში ეს საფასური მინიმუმ 0,22-0,25 ლარს შეადგენდა. სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (RDA) გადამამუშავებელ ქარხანას ჩაბარებული ვაშლის ყოველ კილოგრამზე 0,1 ლარის სუბსიდიას უხდიდა.
მედიაპლატფორმა BMG-ის ცნობით, სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში 2014-2025 წლებში კომპანიების მიერ შესყიდული არასტანდარტული ვაშლის რაოდენობამ 309,9 ათასი ტონა შეადგინა, რომლის საერთო ღირებულებამ 74 მლნ ლარი შეადგინა. სააგენტოს სუბსიდია გაეწია 24 ხილის გადამმუშავებელ კომპანიას, თითქმის 28 მლნ ლარის ოდენობით.