https://sputnik-georgia.com/20261018/ramdenma-adamianma-aigo-martvis-mowmoba-301212219.html
რამდენმა ადამიანმა აიღო მართვის მოწმობა საქართველოში: მონაცემები განახლდა
რამდენმა ადამიანმა აიღო მართვის მოწმობა საქართველოში: მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
ყველაზე ხანდაზმული, ვინც მართვის მოწმობა აიღო, სამცხე-ჯავახეთის მკვიდრი 73 წლის ქალია, მან გამოცდა პირველივე ცდაზე ჩააბარა. 18.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-18T10:56+0400
2026-10-18T10:56+0400
2026-10-18T10:56+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სტატისტიკა
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23950/52/239505234_0:119:2000:1244_1920x0_80_0_0_b99fddd29f2f03f0505bcb1e47b2268a.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მართვის მოწმობა 3,1 ათასმა ადამიანმა აიღო, ნათქვამია საქართველოს შსს-ს განცხადებაში.მიმდინარე წლის სამ კვარტალში მართვის მოწმობა 1.544-მა მამაკაცმა და 1.555-მა ქალმა აიღო, მათგან 118 არასრულწლოვანია. საანგარიშო პერიოდში ყველაზე ხანდაზმული, ვინც მართვის მოწმობა აიღო, სამცხე-ჯავახეთის მკვიდრი 73 წლის ქალია, მან გამოცდა პირველივე ცდაზე ჩააბარა. 2026 წლის 9 თვეში იმ პირთა უმრავლესობა, რომლებმაც მართვის მოწმობა აიღეს, საქართველოს მოქალაქეები არიან.საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლიდან, ამასთან 16 წლის ასაკში შესაძლებელია მოპედის, კვადროციკლის და ტრიციკლის მართვის მოწმობის აღება. 17 წლიდან შესაძლებელია 125 კ3 სმ ნაკლები მოცულობის ძრავის მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის (მგზავრთა გადაყვანის და ტაქსის მძღოლად მუშაობის უფლების გარეშე) და ტრაქტორის მართვის მოწმობის აღება.საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.2025 წლის მაისის ბოლოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მართვის მოწმობის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლებათ, თუ მათ აქვთ ბინადრობის ნებართვა ან ქვეყანაში 185 დღეზე მეტი ხნით ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა. გამონაკლისს წარმოადგენენ დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ აკრედიტაციის ბარათის ასლი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23950/52/239505234_92:0:1909:1363_1920x0_80_0_0_5347439dbf288033d7e87cf3919d9115.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სტატისტიკა, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სტატისტიკა, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენმა ადამიანმა აიღო მართვის მოწმობა საქართველოში: მონაცემები განახლდა
ყველაზე ხანდაზმული, ვინც მართვის მოწმობა აიღო, სამცხე-ჯავახეთის მკვიდრი 73 წლის ქალია, მან გამოცდა პირველივე ცდაზე ჩააბარა.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მართვის მოწმობა 3,1 ათასმა ადამიანმა აიღო, ნათქვამია საქართველოს შსს-ს განცხადებაში.
მიმდინარე წლის სამ კვარტალში მართვის მოწმობა 1.544-მა მამაკაცმა და 1.555-მა ქალმა აიღო, მათგან 118 არასრულწლოვანია.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე ხანდაზმული, ვინც მართვის მოწმობა აიღო, სამცხე-ჯავახეთის მკვიდრი 73 წლის ქალია, მან გამოცდა პირველივე ცდაზე ჩააბარა. 2026 წლის 9 თვეში იმ პირთა უმრავლესობა, რომლებმაც მართვის მოწმობა აიღეს, საქართველოს მოქალაქეები არიან.
საქართველოში გაცემული მართვის მოწმობები აღიარებულია ესპანეთში, საბერძნეთსა და ირლანდიაში, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის ამ ქვეყნების მართვის მოწმობაზე გაცვლა გამოცდის გარეშე. ამჟამად იტალიაში მართვის მოწმობების აღიარებასთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს.
საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლიდან, ამასთან 16 წლის ასაკში შესაძლებელია მოპედის, კვადროციკლის და ტრიციკლის მართვის მოწმობის აღება. 17 წლიდან შესაძლებელია 125 კ3 სმ ნაკლები მოცულობის ძრავის მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის (მგზავრთა გადაყვანის და ტაქსის მძღოლად მუშაობის უფლების გარეშე) და ტრაქტორის მართვის მოწმობის აღება.
საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
2025 წლის მაისის ბოლოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მართვის მოწმობის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლებათ, თუ მათ აქვთ ბინადრობის ნებართვა ან ქვეყანაში 185 დღეზე მეტი ხნით ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა. გამონაკლისს წარმოადგენენ დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ აკრედიტაციის ბარათის ასლი.