https://sputnik-georgia.com/20261018/policiam-narkodanashaulistvis-4-piri-daakava-301217138.html
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტი ამოიღო: დაკავებულია ოთხი პირი
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტი ამოიღო: დაკავებულია ოთხი პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს 18.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-18T16:12+0400
2026-10-18T16:12+0400
2026-10-18T16:12+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/01/290701493_0:143:1280:863_1920x0_80_0_0_d10d073e41b36368956cb90bdbfdea27.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. აღნიშნულ პირებს, რომელთა შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, შეძენა-შენახვაში დახმარება, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის, ასევე, დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეფედრონი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „მეთადონი“, „მცენარე კანაფი“ და „მარიხუანა“გამოძიება სსკ-ის 25-260-ე, 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/01/290701493_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_0b204dc7221c6f20d879669740958502.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტი ამოიღო: დაკავებულია ოთხი პირი
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik.
სამართალდამცველებმა აჭარაში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
აღნიშნულ პირებს, რომელთა შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, შეძენა-შენახვაში დახმარება, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება.
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის, ასევე, დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეფედრონი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „მეთადონი“, „მცენარე კანაფი“ და „მარიხუანა“
გამოძიება სსკ-ის 25-260-ე, 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.