მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2026
გამოწერა
პოლიციამ ეჭვმიტანილი „ცხელ კვალზე" დააკავა.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული „ცხელ კვალზე" დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0