სახელმწიფო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირება: შედეგები ცნობილია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2026
გამოწერა
სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების პროგრამის ინიციატორია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ეს ახალგაზრდებს დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში 1,5 ათასი აპლიკანტი შეირჩა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
სექტემბერში საქართველოს მთავრობამ სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 3,5 ათას ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოაცხადა. სულ შევიდა 55 ათასი განაცხადი, საიდანაც 1,5 ათასი სტაჟიორი უკვე შეირჩა.
კონკურსი ორ ეტაპად ტარდება: განაცხადების შერჩევა და გასაუბრება. კანდიდატებს შესაბამისი სახელმწიფო უწყების კომისია აფასებს. გასაუბრებაზე თანაბარი შედეგების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭებათ უფრო მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე კანდიდატებს.
პროგრამაში მონაწილეობა და სტაჟირების გავლა შეუძლია პირს, თუ ის სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების პროგრამის ინიციატორია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. აღნიშნული პროგრამა 2024 წლიდან მოქმედებს.
ყველა ახალი ამბავი
0