https://sputnik-georgia.com/20261017/tbilissi-gansakutrebit-didi-odenobit-narkotiki-amoires-dakavebulia-4-piri-301207991.html
თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია 4 პირი
თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია 4 პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 17.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-17T16:21+0400
2026-10-17T16:21+0400
2026-10-17T16:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22771/06/227710644_0:235:2803:1812_1920x0_80_0_0_0bce40882df5e39141667e1794da2a22.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დაკავებულებს ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში ედებათ.უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყვნენ ჩართულნი. ისინი შემდგომი გასაღების მიზნით, ნარკოტიკებს სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ფოტომასალას დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული, 60 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22771/06/227710644_37:0:2768:2048_1920x0_80_0_0_842742878b55b085e5bd629e172c88c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, კრიმინალი საქართველოში
თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია 4 პირი
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში ედებათ.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყვნენ ჩართულნი. ისინი შემდგომი გასაღების მიზნით, ნარკოტიკებს სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ფოტომასალას დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული, 60 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.