მოქალაქეებს აშშ-დან მანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა და თანხა მიისაკუთრა: დაკავებულია 1 პირი

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2026
გამოწერა
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ავტომანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 75.104 ლარი მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინა. მან ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და ჩარიცხული თანხა სრულად მიისაკუთრა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით გორში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0