დუშეთში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerდანა
დანა  - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2026
გამოწერა
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა დუშეთში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დუშეთის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ერთ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0