https://sputnik-georgia.com/20261016/saqartvelosi-agenturis-adgili-ar-aris-deputati-opoziciuri-partiebis-akrzalvis-sarcelze-301195558.html
საქართველო აგენტურის ადგილი არ არის: დეპუტატი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე
საქართველო აგენტურის ადგილი არ არის: დეპუტატი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე
Sputnik საქართველო
ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც მშვიდობის შენარჩუნების საკითხში ხელისუფლებას გვერდში დაუდგებოდა, განაცხადა პოლიტიკოსმა. 16.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-16T18:31+0400
2026-10-16T18:31+0400
2026-10-16T18:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/18/296329217_0:54:1024:630_1920x0_80_0_0_5fd38d7b2e62329e85b9152faa68a39b.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო სრულფასოვნად ვერ განვითარდება, ვიდრე ქვეყნის პოლიტიკური ველი „აგენტებისგან არ გაიწმინდება“, — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. მან ეს განცხადება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით გააკეთა.2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტია, შემდეგ კი „გახარია-საქართველოსთვის" დაემატა და სასამართლოში განახლებული სარჩელი 2026 წლის 21 სექტემბერს შევიდა.მისი თქმით, ქვეყნის განვითარებას სჭირდებოდა ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც „როცა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდნენ, მშვიდობის შენარჩუნების პროცესში ხელისუფლებას გვერდში დაუდგებოდა“.ამის ნაცვლად კი, აღნიშნა კირცხალიამ, ქვეყანამ მიიღო რადიკალური დაჯგუფება, რომელმაც, მისი თქმით, „5-ჯერ სცადა რევოლუციის მოწყობა“. დეპუტატმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საკონსტიტუციო სარჩელში დასახელებული პარტიები თავად აცხადებენ, რომ არ აღიარებენ ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას.მისი თქმით, ამ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები საკონსტიტუციო სარჩელს „ფარატინა ფურცელს“ ეძახიან, პარლამენტს „ე.წ. პარლამენტს“ ეძახიან.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს განიხილავს. საქმე განსახილველად სასამართლოს პლენუმს გადაეცა. სარჩელი სასამართლოში 88 დეპუტატის სახელით შევიდა.„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.შედეგებიპარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო მათ წევრებზე გავრცელდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ასევე პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა.საქართველოში სულ რეგისტრირებულია 100-მდე პოლიტიკური პარტია, რომელთაგან დაახლოებით 30 აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში. დღეის მდგომარეობით, სასამართლო სარჩელში დასახელებული ხუთი პარტიიდან მხოლოდ ოთხს აქვს მონაწილეობა მიღებული არჩევნებში და გადალახული საარჩევნო ბარიერი. „ფედერალისტებს“ არცერთ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ.პოლიტიკური პარტიის შექმნის ან მასში გაწევრიანების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. გარდა ამისა, პოლიტიკურ პარტიებს შემოწირულებების — რაც მათი დაფინანსების ძირითადი წყაროა — მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისგან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/18/296329217_58:0:967:682_1920x0_80_0_0_d25fe3a5c49d1bf73da75d4e3de6d491.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
საქართველო აგენტურის ადგილი არ არის: დეპუტატი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე
ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც მშვიდობის შენარჩუნების საკითხში ხელისუფლებას გვერდში დაუდგებოდა, განაცხადა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო სრულფასოვნად ვერ განვითარდება, ვიდრე ქვეყნის პოლიტიკური ველი „აგენტებისგან არ გაიწმინდება“, — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. მან ეს განცხადება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით გააკეთა.
2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტია, შემდეგ კი „გახარია-საქართველოსთვის" დაემატა და სასამართლოში განახლებული სარჩელი 2026 წლის 21 სექტემბერს შევიდა.
"ჩვენ ვასრულებთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთას, რომ საქართველოში აგენტურის ადგილი, განსაკუთრებით პოლიტიკურ ველზე, არ არის. სანამ აგენტურა არ დასრულდება ქვეყანაში და აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის", - განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, ქვეყნის განვითარებას სჭირდებოდა ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც „როცა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდნენ, მშვიდობის შენარჩუნების პროცესში ხელისუფლებას გვერდში დაუდგებოდა“.
ამის ნაცვლად კი, აღნიშნა კირცხალიამ, ქვეყანამ მიიღო რადიკალური დაჯგუფება, რომელმაც, მისი თქმით, „5-ჯერ სცადა რევოლუციის მოწყობა“. დეპუტატმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საკონსტიტუციო სარჩელში დასახელებული პარტიები თავად აცხადებენ, რომ არ აღიარებენ ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას.
მისი თქმით, ამ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები საკონსტიტუციო სარჩელს „ფარატინა ფურცელს“ ეძახიან, პარლამენტს „ე.წ. პარლამენტს“ ეძახიან.
„როდესაც პოლიტიკაში ხარ ადამიანი, მანდატდახეული ამბობს, რომ ფურცელია მხოლოდ ჩემთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გამოცხადებული. ეს არის კონსტიტუციურ წყობილებაზე უარის თქმა", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს განიხილავს. საქმე განსახილველად სასამართლოს პლენუმს გადაეცა. სარჩელი სასამართლოში 88 დეპუტატის სახელით შევიდა.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.
პირველი ეხება „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან მის ძალადობრივ შეცვლას“. ამ ნაწილში პარტიებს ედავებიან როგორც ადამიანის უფლებების დარღვევას 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში, ისე პარლამენტის მუშაობის საბოტაჟის მცდელობებს 2012 წლის შემდეგ, როდესაც ისინი ოპოზიციაში აღმოჩდნენ.
მეორე — „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“. მის დასაბუთებაში ჩართულია 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები, ასევე პარტიების მოწოდებები 2022 წლიდან „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ. გარდა ამისა, პარტიებს ბრალად ედებათ უცხოური ძალის ხელშეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში.
პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო მათ წევრებზე გავრცელდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ასევე პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა.
საქართველოში სულ რეგისტრირებულია 100-მდე პოლიტიკური პარტია, რომელთაგან დაახლოებით 30 აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში. დღეის მდგომარეობით, სასამართლო სარჩელში დასახელებული ხუთი პარტიიდან მხოლოდ ოთხს აქვს მონაწილეობა მიღებული არჩევნებში და გადალახული საარჩევნო ბარიერი. „ფედერალისტებს“ არცერთ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
პოლიტიკური პარტიის შექმნის ან მასში გაწევრიანების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. გარდა ამისა, პოლიტიკურ პარტიებს შემოწირულებების — რაც მათი დაფინანსების ძირითადი წყაროა — მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისგან.