საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის სამიტზე — ძირითადი აქცენტები

© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის სამიტზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის სამიტზე  - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2026
გამოწერა
COP17-ის ლიდერთა სამიტზე პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა დაცული ტერიტორიების გაფართოების, ტყეების აღდგენისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების გეგმები, რათა ბუნებამ ხელი შეუწყოს ეკონომიკასა და რეგიონების კეთილდღეობას.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო აპირებს გააძლიეროს თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან ბიომრავალფეროვნების დაცვის, დაცული ბუნებრივი ტერიტორიების გაფართოებისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების მიმართულებით, რათა ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებამ ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებასა და მომავალი თაობების კეთილდღეობას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP17-ის ლიდერთა სამიტზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობა გადამწყვეტ როლს ასრულებს ბუნების დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებების რეალურ შედეგებად ქცევაში. ბიომრავალფეროვნების ეფექტიანი და მდგრადი დაცვა მოითხოვს რესურსების მობილიზებას, გამოცდილების გაზიარებასა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის სამიტზე
Выступление премьера Грузии на саммите COP17  - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის სამიტზე
„2030 წლის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში გლობალურად აღებული ვალდებულებების კონკრეტულ და გრძელვადიან მიღწევებად გარდაქმნა. ეს სამიტი მნიშვნელოვან შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი ერთობლივი მზადყოფნა კუნმინ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს მიზნების მისაღწევად და ახალი იმპულსი მივცეთ მათ განხორციელებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბუნების დაცვა - საქართველოს პრიორიტეტი
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს კავკასიის ბიომრავალფეროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობის რეგიონში მდებარეობს და ეკოსისტემებისა და სახეობების გამორჩეული მრავალფეროვნებით ხასიათდება.
„ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი ლანდშაფტი, რომელიც მაღალმთიან მასივებს, ვრცელ ტყეებსა და 26 000-ზე მეტ მდინარეს მოიცავს, ბუნებრივი ჰაბიტატების შენარჩუნებას ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად აქცევს. საქართველოს მიდგომის საფუძველს სწორედ ამ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, ეკოლოგიური კავშირების შენარჩუნება და დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენა წარმოადგენს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის სამიტზე
Выступление премьера Грузии на саммите COP17  - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის სამიტზე
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეისათვის საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი მილიონ ჰექტარს აღემატება, რაც ქვეყნის ტერიტორიის 15 პროცენტზე მეტს შეადგენს.
„ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო კონვენციების ფარგლებში დაცული ტერიტორიები კი, საერთო ჯამში, ქვეყნის სახმელეთო ტერიტორიის 23 პროცენტს მოიცავს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველო მხარს უჭერს გლობალურ მიზანს, რომლის თანახმადაც, 2030 წლისთვის ხმელეთისა და საზღვაო ტერიტორიების, სულ მცირე, 30 პროცენტი დაცული უნდა იყოს. ამასთან, პრემიერის განცხადებით, საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვასა და გრძელვადიან დაცვას.
ღვინო და ხორბალი როგორც ბუნებრივი მემკვიდრეობის ნაწილი
საქართველოსთვის ბიომრავალფეროვნება განუყოფლად არის დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან, კულტურულ იდენტობასა და სასოფლო-სამეურნეო ტრადიციებთან.
„საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, გამოირჩევა მეღვინეობის 8 000-წლიანი ისტორიით, რაც არქეოლოგიური მტკიცებულებებით დასტურდება, საქართველო გამორჩეულია ვაზის 500-ზე მეტი ადგილობრივი ჯიშის მრავალფეროვნებითა და ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი მეთოდით, რომელიც იუნესკო-ს მიერ კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ხორბლის მოყვანის ტრადიციებზე.
„მსოფლიოში აღწერილი ხორბლის 27 სახეობიდან 14 საქართველოში გვხვდება, მათ შორის ხუთი ენდემური სახეობაა. ქართული ხორბლის კულტურა, რომელიც 2025 წელს იუნესკო-მ აღიარა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას, ტრადიციულ ცოდნასა და თაობების საარსებო წყაროებს შორის არსებულ მჭიდრო და უწყვეტ კავშირს“, - აღნიშნა პრემიერმა.
ბუნების დაცვა და ეკონომიკური ზრდა
პრემიერის თქმით, ჯანსაღი ეკოსისტემები ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, უზრუნველყოფს წყლის რესურსების დაცვას, იზიდავს ვიზიტორებს და მცირე ბიზნესს განვითარებისა და გაძლიერების შესაძლებლობებს უქმნის.
„ბუნების დაცვა მხოლოდ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა კი არ არის, არამედ ინვესტიციაა ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და გრძელვადიან კეთილდღეობაში“, – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა.
„მსოფლიო ბანკმა ახლახან საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7 პროცენტამდე გაზარდა. ამავე ორგანიზაციის პროგნოზით, 2026–2028 წლებში საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს“, - განაცხადა მან.
რეგიონების განვითარება და მდგრადი ტურიზმი
კობახიძემ დასძინა, რომ მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ ეკონომიკური ზრდის შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს, რომელთა საარსებო წყაროები უშუალოდ ბუნებრივ რესურსებზეა დამოკიდებული.
„სწორედ ამიტომ დაცულ ტერიტორიებს, ტყის აღდგენასა და მდგრად ტურიზმს ადგილობრივი განვითარების მამოძრავებელ ძალად ვაქცევთ, რათა ბუნების დაცვამ სამუშაო ადგილები და ახალი შესაძლებლობები შექმნას არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ მათ ფარგლებს გარეთაც“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მნიშვნელობა სამხრეთ კავკასიის ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში. მისი თქმით, რეგიონის საერთო ეკოსისტემები საფუძველს ქმნის პარტნიორობის გაღრმავებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0