https://sputnik-georgia.com/20261015/wyalburti-batumi-saertasoriso-turnirs-savi-zrvis-tasi-pirvelad-umaspinzlebs-301173025.html
წყალბურთი: ბათუმი საერთაშორისო ტურნირს „შავი ზღვის თასი“ პირველად უმასპინძლებს
წყალბურთი: ბათუმი საერთაშორისო ტურნირს „შავი ზღვის თასი“ პირველად უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
ტურნირის გამარჯვებული გუნდი 60 ათას ევროს მიიღებს, ხოლო ფინალური მატჩები 18 ოქტომბერს გაიმართება 15.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-15T13:46+0400
2026-10-15T13:46+0400
2026-10-15T13:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
ბათუმი
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/0f/301170109_0:478:2048:1630_1920x0_80_0_0_96bc6e5f2b6af9ae8f4bd2fb4326a36d.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik.15 ოქტომბრიდან ბათუმის საცურაო აუზში, წყალბურთის კლუბ „აპოლოსა“ და საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ორგანიზებით, საერთაშორისო ტურნირი „შავი ზღვის თასი“ იწყება, იუწყება კლუბის პრესსამსახური.ტურნირში, „აპოლოსა“ და თბილისის „დინამოსთან“ ერთად, საუკეთესო უცხოური კლუბები მონაწილეობენ: „ფერენცვაროში“ (უნგრეთი), „ვასპო ჰანოვერი“ (გერმანია), „პრო რეკო“ (იტალია), „ნოვი ბელგრადი“ (სერბეთი), „მარსელი“ (საფრანგეთი), კაშივაზაკი“ (იაპონია).გუნდები ორ ჯგუფად არიან გაყოფილი:ჯგუფური ეტაპის მატჩები 15, 16 და 17 ოქტომბერს გაიმართება, 18 ოქტომბერს კი ფინალური ეტაპის შეხვედრები შედგება.ტურნირის გამარჯვებული 60 ათას ევროს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელი – 40 ათას ევროს, ხოლო მესამე ადგილზე გასულ გუნდს 30 ათასი ევრო ერგება. ამას გარდა, ინდივიდუალური ჯილდოების სახით თითოეული გამორჩეული წყალბურთელი 5000 ევროს მიიღებს.ამას გარდა, ქართული მხარე, როგორც მასპინძელი, ანაზღაურებს გუნდების მგზავრობის, ცხოვრებისა და კვების ხარჯებს.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/0f/301170109_0:286:2048:1822_1920x0_80_0_0_16a15f1dd7795093a12d176c6d23ac46.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , ბათუმი , სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , ბათუმი , სპორტი
წყალბურთი: ბათუმი საერთაშორისო ტურნირს „შავი ზღვის თასი“ პირველად უმასპინძლებს
ტურნირის გამარჯვებული გუნდი 60 ათას ევროს მიიღებს, ხოლო ფინალური მატჩები 18 ოქტომბერს გაიმართება
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik.15 ოქტომბრიდან ბათუმის საცურაო აუზში, წყალბურთის კლუბ „აპოლოსა“ და საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ორგანიზებით, საერთაშორისო ტურნირი „შავი ზღვის თასი“ იწყება, იუწყება კლუბის პრესსამსახური.
ტურნირში, „აპოლოსა“ და თბილისის „დინამოსთან“ ერთად, საუკეთესო უცხოური კლუბები მონაწილეობენ: „ფერენცვაროში“ (უნგრეთი), „ვასპო ჰანოვერი“ (გერმანია), „პრო რეკო“ (იტალია), „ნოვი ბელგრადი“ (სერბეთი), „მარსელი“ (საფრანგეთი), კაშივაზაკი“ (იაპონია).
გუნდები ორ ჯგუფად არიან გაყოფილი:
A ჯგუფი: „აპოლო“, „პრო რეკო“, „ვასპო ჰანოვერი“, „კაშივაზაკი“;
B ჯგუფი: „დინამო“ (თბილისი), „ფერენცვაროში“, „მარსელი“, „ნოვი ბელგრადი“.
ჯგუფური ეტაპის მატჩები 15, 16 და 17 ოქტომბერს გაიმართება, 18 ოქტომბერს კი ფინალური ეტაპის შეხვედრები შედგება.
ტურნირის გამარჯვებული 60 ათას ევროს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელი – 40 ათას ევროს, ხოლო მესამე ადგილზე გასულ გუნდს 30 ათასი ევრო ერგება. ამას გარდა, ინდივიდუალური ჯილდოების სახით თითოეული გამორჩეული წყალბურთელი 5000 ევროს მიიღებს.
ამას გარდა, ქართული მხარე, როგორც მასპინძელი, ანაზღაურებს გუნდების მგზავრობის, ცხოვრებისა და კვების ხარჯებს.