https://sputnik-georgia.com/20261015/ucxouri-dafinanseba-pirvel-rigsi-qveynis-suverenitets-utxris-zirs-parlamentis-tavmjdomare-301178746.html
უცხოური დაფინანსება პირველ რიგში ქვეყნის სუვერენიტეტს უთხრის ძირს: პარლამენტის თავმჯდომარე
უცხოური დაფინანსება პირველ რიგში ქვეყნის სუვერენიტეტს უთხრის ძირს: პარლამენტის თავმჯდომარე
Sputnik საქართველო
პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად რომში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. 15.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-15T20:38+0400
2026-10-15T20:38+0400
2026-10-15T20:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
ევროპა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569151_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_6bd85c3b0c3b867fd52d3455c0d5e093.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ფარული უცხოური დაფინანსება ხშირად ქვეყნის დემოკრატიისა და სუვერენიტეტის ძირის გამოთხრის ყველაზე დამაზიანებელი საშუალებაა და ქვეყნის ამოცანა საკუთარი თავის დაცვაა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად რომში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.მისი თქმით, საქართველოში ორი წლის წინ, არჩევნებზე ყველაზე თანამედროვე ტექნიკური თავდაცვითი მექანიზმების არსებობის მიუხედავად, დეზინფორმაციამ და საარჩევნო დარღვევების შესახებ ცრუ ბრალდებებმა პოლარიზაცია გააღრმავა და არჩევნების საკითხის გარშემო არეულობას შეუწყო ხელი.„უცხოეთიდან დაფინანსებული ზოგიერთი ჯგუფი თავად საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და ლეგიტიმურობის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას ცდილობდა. ეს ნათლად გვახსენებს, რომ საინფორმაციო სივრცეში მედეგობა, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და, შესაბამისად, დემოკრატიული პროცესების დასაცავად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, მრავალი ქვეყანა ამკაცრებს გამჭვირვალობისა და უცხოური დაფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობას.„ეს კანონმდებლობა თავდაცვითი დემოკრატიის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული მედეგობის გაძლიერების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა“, - განაცხადა მან.პაპუაშვილის თქმით, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევა კი არა, პირიქით, მათი დაცვის საშუალებაა.„პრინციპი ასეთია: ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულ მთავრობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმ ფულისა და გავლენის შესახებ, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში ხვდება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.მისი თქმით, ჩარევა იშვიათად არის ცალმხრივი.„ბევრი სახელმწიფო, რომლებიც საერთაშორისო წესრიგის რღვევას გმობენ, ამავდროულად, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებზე გავლენის მოხდენას ცდილობს. ეროვნული პარლამენტები ამ გამოწვევას იზოლირებულად არ უნდა უმკლავდებოდნენ. ევროპის საბჭოს ბოლოდროინდელი საქმიანობა, მათ შორის, უცხოური ჩარევის შესახებ რეზოლუცია, დემოკრატიისა და არჩევნების დაცვის საკითხებზე მიმდინარე დისკუსიები უკვე ქმნის კარგ საფუძველს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მან კონფერენციის მონაწილეებს უცხოურ დაფინანსებასთან ბრძოლის წინააღმდეგ საერთაშორისო სტანდარტის შემუშავებისკენ მოუწოდა.კონფერენციას ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფოს პარლამენტების 70-ზე მეტი თავმჯდომარე და ვიცე-თავმჯდომარე, ასევე 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება.კონფერენციაში ასევე მონაწილეობას იღებენ პარტნიორი ქვეყნების, დამკვირვებლის სტატუსის მქონე სახელმწიფოების ან ევროპის საბჭოს მეზობელი ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლები, ასევე არაერთი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარეები.
საქართველო
ევროპა
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569151_162:0:1954:1344_1920x0_80_0_0_aed0494cf783f63eb7b859bac6611d49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ევროპა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ევროპა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
უცხოური დაფინანსება პირველ რიგში ქვეყნის სუვერენიტეტს უთხრის ძირს: პარლამენტის თავმჯდომარე
პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად რომში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ფარული უცხოური დაფინანსება ხშირად ქვეყნის დემოკრატიისა და სუვერენიტეტის ძირის გამოთხრის ყველაზე დამაზიანებელი საშუალებაა და ქვეყნის ამოცანა საკუთარი თავის დაცვაა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად რომში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.
„ფარული უცხოური დაფინანსება განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ის ხშირად დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრის ყველაზე ნაკლებად ხილული და ყველაზე დამაზიანებელი საშუალებაა. გარე აქტორები როდესაც კონკრეტულ შიდა პოლიტიკურ ძალებს აფინანსებენ, ისინი არსებულ განსხვავებებს აღრმავებენ და ჩვეულებრივ პოლიტიკურ განხილვას საკუთარი სასურველი ხედვის გატარებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავების იარაღად აქცევენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ორი წლის წინ, არჩევნებზე ყველაზე თანამედროვე ტექნიკური თავდაცვითი მექანიზმების არსებობის მიუხედავად, დეზინფორმაციამ და საარჩევნო დარღვევების შესახებ ცრუ ბრალდებებმა პოლარიზაცია გააღრმავა და არჩევნების საკითხის გარშემო არეულობას შეუწყო ხელი.
„უცხოეთიდან დაფინანსებული ზოგიერთი ჯგუფი თავად საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და ლეგიტიმურობის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას ცდილობდა. ეს ნათლად გვახსენებს, რომ საინფორმაციო სივრცეში მედეგობა, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და, შესაბამისად, დემოკრატიული პროცესების დასაცავად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მრავალი ქვეყანა ამკაცრებს გამჭვირვალობისა და უცხოური დაფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობას.
„ეს კანონმდებლობა თავდაცვითი დემოკრატიის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული მედეგობის გაძლიერების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა“, - განაცხადა მან.
პაპუაშვილის თქმით, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევა კი არა, პირიქით, მათი დაცვის საშუალებაა.
„პრინციპი ასეთია: ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულ მთავრობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმ ფულისა და გავლენის შესახებ, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში ხვდება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ჩარევა იშვიათად არის ცალმხრივი.
„ბევრი სახელმწიფო, რომლებიც საერთაშორისო წესრიგის რღვევას გმობენ, ამავდროულად, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებზე გავლენის მოხდენას ცდილობს. ეროვნული პარლამენტები ამ გამოწვევას იზოლირებულად არ უნდა უმკლავდებოდნენ. ევროპის საბჭოს ბოლოდროინდელი საქმიანობა, მათ შორის, უცხოური ჩარევის შესახებ რეზოლუცია, დემოკრატიისა და არჩევნების დაცვის საკითხებზე მიმდინარე დისკუსიები უკვე ქმნის კარგ საფუძველს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან კონფერენციის მონაწილეებს უცხოურ დაფინანსებასთან ბრძოლის წინააღმდეგ საერთაშორისო სტანდარტის შემუშავებისკენ მოუწოდა.
„ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლის ერთადერთი გზა საერთო საერთაშორისო სტანდარტის შემუშავებაა. დადგა დრო, შეიქმნას უცხოური ჩარევისა და დაფინანსების გამჭვირვალობის და რეგულირების სტანდარტი, რომელიც სუვერენიტეტს, ანგარიშვალდებულებასა და თანხმობას დაეფუძნება. მხოლოდ მედეგი და ანგარიშვალდებული დემოკრატიები, რომლებიც საერთო წესებით მოქმედებენ, შეძლებენ ჰიბრიდულ საფრთხეებთან სათანადო გამკლავებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კონფერენციას ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფოს პარლამენტების 70-ზე მეტი თავმჯდომარე და ვიცე-თავმჯდომარე, ასევე 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობას იღებენ პარტნიორი ქვეყნების, დამკვირვებლის სტატუსის მქონე სახელმწიფოების ან ევროპის საბჭოს მეზობელი ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლები, ასევე არაერთი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარეები.