https://sputnik-georgia.com/20261015/saqartvelos-prokuraturam-saxelmwifo-kompaniis-mimart-gaflangvis-muxlit-gamozieba-daiwyo-301181234.html
საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო კომპანიის მიმართ გაფლანგვის მუხლით გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო კომპანიის მიმართ გაფლანგვის მუხლით გამოძიება დაიწყო
Sputnik საქართველო
საუბარია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს. 15.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-15T23:08+0400
2026-10-15T23:08+0400
2026-10-15T23:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
იმერეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო კომპანია „იმერეთის აგრო ზონის“ ხელმძღვანელობის მიერ სახელმწიფო სახსრების შესაძლო მითვისების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ამის შესახებ მედიაპლატფორმა BMG იუწყება.საქმე ეხება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს.როგორც პროკურატურაში განაცხადეს, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ააიპ „სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული, შპს "იმერეთის აგრო ზონის" 2019-2025 წლების საქმიანობის ფულადი სახსრების კანონიერებისა და მიზნობრიობის აუდიტის მასალები.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა) მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება) მიმდინარეობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.რა არის ცნობილი „იმერეთის აგრო ზონის“ შესახებშპს "იმერეთის აგრო ზონა" გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-მა - სოფლის განვითარების სააგენტომ 2017 წელს დააფუძნა. მიზანი სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარება იყო."იმერეთის აგრო ზონის" ტერიტორია დაყოფილია ორ ნაკვეთად: 159 ჰა წყალტუბოს და 61 ჰა ბაღდათის მუნიციპალიტეტებში.პროექტის თანახმად, სახელმწიფო შპს-ს ინვესტორები უნდა მოეზიდა, ხოლო საქართველოს მთავრობა 220 ჰექტარ ფართობზე გარე და შიდა ინფრასტრუქტურის მშენებლობას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებას, ნაკვეთის სრულ შემოღობვას, უსაფრთხოების სისტემების დამონტაჟებას, ელექტროენერგიით, გაზით, სარწყავი და სასმელი წყლით მომარაგებასა და ცენტრალიზებული კანალიზაციის სისტემის მოწყობას უზრუნველყოფდა.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, იმერეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, იმერეთი
საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო კომპანიის მიმართ გაფლანგვის მუხლით გამოძიება დაიწყო
საუბარია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო კომპანია „იმერეთის აგრო ზონის“ ხელმძღვანელობის მიერ სახელმწიფო სახსრების შესაძლო მითვისების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ამის შესახებ მედიაპლატფორმა BMG იუწყება.
საქმე ეხება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს.
როგორც პროკურატურაში განაცხადეს, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ააიპ „სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული, შპს "იმერეთის აგრო ზონის" 2019-2025 წლების საქმიანობის ფულადი სახსრების კანონიერებისა და მიზნობრიობის აუდიტის მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა) მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება) მიმდინარეობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
რა არის ცნობილი „იმერეთის აგრო ზონის“ შესახებ
შპს "იმერეთის აგრო ზონა" გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-მა - სოფლის განვითარების სააგენტომ 2017 წელს დააფუძნა. მიზანი სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარება იყო.
"იმერეთის აგრო ზონის" ტერიტორია დაყოფილია ორ ნაკვეთად: 159 ჰა წყალტუბოს და 61 ჰა ბაღდათის მუნიციპალიტეტებში.
პროექტის თანახმად, სახელმწიფო შპს-ს ინვესტორები უნდა მოეზიდა, ხოლო საქართველოს მთავრობა 220 ჰექტარ ფართობზე გარე და შიდა ინფრასტრუქტურის მშენებლობას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებას, ნაკვეთის სრულ შემოღობვას, უსაფრთხოების სისტემების დამონტაჟებას, ელექტროენერგიით, გაზით, სარწყავი და სასმელი წყლით მომარაგებასა და ცენტრალიზებული კანალიზაციის სისტემის მოწყობას უზრუნველყოფდა.