პოლიციამ 100 კილომდე „კანაფი“ და იარაღი ამოიღო - დაკავებულია სამი პირი

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2026
გამოწერა
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. შიდა ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
კერძოდ, დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-კულტივირება-მოყვანა, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია 100 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ და „მარიხუანა“, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
გამოძიება სისხლს სამართლის კოდექსის 260-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0