https://sputnik-georgia.com/20261014/medikamenti-trikafka-saqartveloshia-301149608.html
ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია
ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია
Sputnik საქართველო
ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ბავშვობის ასაკში ვლინდება და ძირითადად აზიანებს ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას. 14.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-14T12:56+0400
2026-10-14T12:56+0400
2026-10-14T12:56+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:3241:1824_1920x0_80_0_0_801864c4b2be04d2b73196d2bc452d8b.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი - Sputnik. პროგრესირებადი გენეტიკური დაავადების, ცისტური ფიბროზის სამკურნალო ძვირადღირებული, ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ბავშვობის ასაკში ვლინდება და ძირითადად აზიანებს ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას.მედიკამენტი განკუთვნილია 2 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ დამტკიცებულ ჩვენებებს შეესაბამება.უწყების ცნობით, „ტრიკაფტას“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ცისტური ფიბროზის მქონე ადამიანებისთვის მკურნალობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. შესაბამისი გენეტიკური მუტაციისა და სამედიცინო კრიტერიუმების მქონე პაციენტებისთვის პრეპარატის გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება.უწყების ცნობით, პაციენტებმა მკურნალობის დაწყებამდე საჭირო სამედიცინო კვლევები უკვე დაიწყეს. ფასდება ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის დაწყებისთვის მზადყოფნა. ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ძირითადად ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს. მას ხშირად ახლავს სასუნთქი გზების განმეორებითი ინფექციები, დროთა განმავლობაში კი შესაძლოა ფილტვების ფუნქციის მნიშვნელოვანი გაუარესება გამოიწვიოს. მუდმივი მკურნალობის საჭიროება და დაავადებით გამოწვეული შეზღუდვები გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ცხოვრების ხარისხზე. სწორედ ამიტომ, თანამედროვე თერაპიის ხელმისაწვდომობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჯანდაცვის სამინისტრომ პრეპარატის მწარმოებელ ამერიკულ ბიოფარმაცევტულ კომპანია „ვერტექს ფარმასიუტიკალსთან“ 2 თვის წინ გააფორმა. „ტრიკაფტა“ 2025 წლის სექტემბერში ჯანმომ აუცილებელი მედიკამენტების ნუსხაში (WHO Essential Medicines List) შეიყვანა, რაც ადასტურებს მის მნიშვნელოვან როლს ცისტური ფიბროზის თანამედროვე მკურნალობაში. საქართველოში ცისტური ფიბროზის დიაგნოზით დაახლოებით 110 ადამიანია რეგისტრირებული. მათგან შესაბამისი გენეტიკური მუტაციები დაახლოებით 60-ს აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ae21384c51f0726cc80bb5cc2f69bd7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია
ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ბავშვობის ასაკში ვლინდება და ძირითადად აზიანებს ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას.
თბილისი, 14 ოქტომბერი - Sputnik. პროგრესირებადი გენეტიკური დაავადების, ცისტური ფიბროზის სამკურნალო ძვირადღირებული, ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ბავშვობის ასაკში ვლინდება და ძირითადად აზიანებს ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას.
მედიკამენტი განკუთვნილია 2 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ დამტკიცებულ ჩვენებებს შეესაბამება.
უწყების ცნობით, „ტრიკაფტას“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ცისტური ფიბროზის მქონე ადამიანებისთვის მკურნალობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. შესაბამისი გენეტიკური მუტაციისა და სამედიცინო კრიტერიუმების მქონე პაციენტებისთვის პრეპარატის გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება.
„პრეპარატი ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას და ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. პრეპარატი უშუალოდ მოქმედებს დაავადების გენეტიკურ მიზეზზე, უზრუნველყოფს ფილტვის ფუნქციური მაჩვენებლების მკვეთრ გაუმჯობესებასა და პროგრესირებადი დაზიანების შეჩერებას. შედეგად, არსებითად მცირდება ინფექციური გართულებების რისკი, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და ფილტვის ტრანსპლანტაციის აუცილებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, პაციენტებმა მკურნალობის დაწყებამდე საჭირო სამედიცინო კვლევები უკვე დაიწყეს. ფასდება ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის დაწყებისთვის მზადყოფნა.
ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ძირითადად ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს. მას ხშირად ახლავს სასუნთქი გზების განმეორებითი ინფექციები, დროთა განმავლობაში კი შესაძლოა ფილტვების ფუნქციის მნიშვნელოვანი გაუარესება გამოიწვიოს. მუდმივი მკურნალობის საჭიროება და დაავადებით გამოწვეული შეზღუდვები გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ცხოვრების ხარისხზე. სწორედ ამიტომ, თანამედროვე თერაპიის ხელმისაწვდომობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ჯანდაცვის სამინისტრომ პრეპარატის მწარმოებელ ამერიკულ ბიოფარმაცევტულ კომპანია „ვერტექს ფარმასიუტიკალსთან“ 2 თვის წინ გააფორმა.
„ტრიკაფტა“ 2025 წლის სექტემბერში ჯანმომ აუცილებელი მედიკამენტების ნუსხაში (WHO Essential Medicines List) შეიყვანა, რაც ადასტურებს მის მნიშვნელოვან როლს ცისტური ფიბროზის თანამედროვე მკურნალობაში.
საქართველოში ცისტური ფიბროზის დიაგნოზით დაახლოებით 110 ადამიანია რეგისტრირებული. მათგან შესაბამისი გენეტიკური მუტაციები დაახლოებით 60-ს აქვს.