ბერლინისა და ვარშავის 300-მდე ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული ბანერები განთავსდა

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიბერლინი
ბერლინი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2026
გამოწერა
კამპანიის მიზანი საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ევროპის ბაზრიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაა.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ბერლინისა და ვარშავის მთავარ ქუჩებსა და მოედნებზეб 300-მდე ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველი გარე სარეკლამო ბანერები განთავსდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, გერმანიისა და პოლონეთის დედაქალაქებში ბანერები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში განთავსდა.
სარეკლამო ბანერებზე საქართველოს სამთო კურორტები, მრავალფეროვანი ბუნება და კულტურული მემკვიდრეობაა წარმოდგენილი.
გარდა ამისა, ევროპის სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით გარე რეკლამასთან ერთად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთსა და გერმანიაში ტურისტული როუდშოუების სერია გამართა.
საპრეზენტაციო ღონისძიებები და B2B ფორმატის შეხვედრები ოთხ ქალაქში - ვარშავაში, ბერლინში, მიუნხენსა და ფრანკფურტში ჩატარდა. ოთხივე ქალაქში გამართულ როუდშოუებსა და ბიზნეს-შეხვედრებში ჯამში 150-მდე გერმანულმა და პოლონურმა ტურისტულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
უწყების ცნობით, ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებს საქართველოს მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალი და ტურისტული პროდუქტები გააცნეს, B2B შეხვედრებზე კი ქართველმა ტუროპერატორებმა და სასტუმროების წარმომადგენლებმა პოლონელ და გერმანელ კოლეგებთან პირდაპირი საქმიანი კავშირები დაამყარეს.
გერმანიასა და პოლონეთში მიმდინარე მარკეტინგული აქტივობები მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, ცნობადობის ზრდასა და ევროპის ბაზრიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას.
ყველა ახალი ამბავი
0