https://sputnik-georgia.com/20261013/saqartveloshi-evrokavshirtan-dialogis-perspeqtivebi-sheapases-301140697.html
„ადრე თუ გვიან მოუწევთ“: საქართველოში ევროკავშირთან დიალოგის პერსპექტივები შეაფასეს
„ადრე თუ გვიან მოუწევთ“: საქართველოში ევროკავშირთან დიალოგის პერსპექტივები შეაფასეს
Sputnik საქართველო
მაჭავარიანის თქმით, ქართული მხარე მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობების საგნობრივი განხილვისთვის და ახლა ინიციატივა ბრიუსელიდან უნდა წამოვიდეს. 13.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-13T21:27+0400
2026-10-13T21:27+0400
2026-10-13T21:27+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713807_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_91a926123ecb1cbe7e82d6b4fe2bdaa0.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირს ადრე თუ გვიან მოუწევს საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყება, თბილისი კი მზად არის დაივიწყოს უთანხმოებები და ბრიუსელთან ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაიწყოს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა.ასე გამოეხმაურა დეპუტატი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებას იმის შესახებ, რომ იანვარში საქართველოს საკითხზე სიღრმისეული დისკუსია გაიმართება.მისი თქმით, ცალკეული ქვეყნები და მათი საგარეო საქმეთა მინისტრები უკვე ღიად საუბრობენ საქართველოსთან რეალური მეგობრული ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე.მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს, რადგან ვერ მიაღწია იმას, რომ საქართველო „პროქსი-ქვეყნად“ ქცეულიყო.„კაია კალასი პირდაპირ და ღიად აცხადებს, რომ დიდ ზეწოლისა და უცხოეთიდან დაფინანსებული რევოლუციის მრავალი მცდელობის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება. მათ ვერ შეძლეს ჩვენი ჩანაცვლება ვერც რევოლუციით და ვერც არჩევნებით, რადგან ამის მთავარი გარანტი ქართველი ხალხია“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას „შუა დერეფნის" განვითარებისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყანას საკვანძო ადგილი უკავია ამ სატრანსპორტო მარშრუტზე.მაჭავარიანის თქმით, ქართული მხარე მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობების საგნობრივი განხილვისთვის და ახლა ინიციატივა ბრიუსელიდან უნდა წამოვიდეს.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713807_103:0:2771:2001_1920x0_80_0_0_7ab40c350e2d936378bdf88cda80613e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
„ადრე თუ გვიან მოუწევთ“: საქართველოში ევროკავშირთან დიალოგის პერსპექტივები შეაფასეს
მაჭავარიანის თქმით, ქართული მხარე მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობების საგნობრივი განხილვისთვის და ახლა ინიციატივა ბრიუსელიდან უნდა წამოვიდეს.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირს ადრე თუ გვიან მოუწევს საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყება, თბილისი კი მზად არის დაივიწყოს უთანხმოებები და ბრიუსელთან ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაიწყოს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა.
ასე გამოეხმაურა დეპუტატი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებას იმის შესახებ, რომ იანვარში საქართველოს საკითხზე სიღრმისეული დისკუსია გაიმართება.
„ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გვერდზე გადავდოთ. პოლიტიკაში ემოციების ადგილი არ არის, მზად ვართ დავივიწყოთ ეს უსამართლობა და ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. ევროკავშირმა იცის ჩვენი პოზიციისა და საგნობრივი დიალოგისთვის ჩვენი მზადყოფნის შესახებ. ბურთი მათ მხარესაა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ცალკეული ქვეყნები და მათი საგარეო საქმეთა მინისტრები უკვე ღიად საუბრობენ საქართველოსთან რეალური მეგობრული ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე.
მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს, რადგან ვერ მიაღწია იმას, რომ საქართველო „პროქსი-ქვეყნად“ ქცეულიყო.
„კაია კალასი პირდაპირ და ღიად აცხადებს, რომ დიდ ზეწოლისა და უცხოეთიდან დაფინანსებული რევოლუციის მრავალი მცდელობის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება. მათ ვერ შეძლეს ჩვენი ჩანაცვლება ვერც რევოლუციით და ვერც არჩევნებით, რადგან ამის მთავარი გარანტი ქართველი ხალხია“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას „შუა დერეფნის" განვითარებისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყანას საკვანძო ადგილი უკავია ამ სატრანსპორტო მარშრუტზე.
მაჭავარიანის თქმით, ქართული მხარე მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობების საგნობრივი განხილვისთვის და ახლა ინიციატივა ბრიუსელიდან უნდა წამოვიდეს.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.