საქართველოს გერმანიის ბუნდესვერის დელეგაცია ეწვია

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიგერმანიის დროშა
გერმანიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2026
გამოწერა
ვიზიტი ერთობლივი ყოველწლიური პროგრამის ფარგლებში საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შედგა.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. გერმანიის ბუნდესვერის დელეგაცია მე-3 სამედიცინო პოლკიდან, პოლკოვნიკ ჰენდრიკ პლოსის ხელმძღვანელობით, სამდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს თავდაცვის ძალების დანაყოფებს ეწვია, ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ვიზიტი ერთობლივი ყოველწლიური პროგრამის ფარგლებში საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შედგა.
„ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობის – Role 2 Forward (Role 2F) გაცნობა. Role 2F სამედიცინო პუნქტი საველე პირობებში უზრუნველყოფს დაჭრილთა და დაშავებულთა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, მათ შორის ქირურგიულ ჩარევასა და პაციენტების სტაბილიზაციას მათ შემდგომ სამედიცინო ევაკუაციამდე“, - განმარტეს მისიაში.
დელეგაციის წევრები გაეცნენ შესაბამის სამედიცინო და ქირურგიულ პროცედურებს და დაესწრნენ პრაქტიკული შესაძლებლობების დემონსტრირებას.
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარ სამხედრო-სამედიცინო დანაყოფებში დაგროვილი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა.
საელჩოში ასევე აღნიშნავენ, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მოქმედ „სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივას” გერმანია ხელმძღვანელობს.
ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას და შესაბამისი სამედიცინო პუნქტების ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობას.
ყველა ახალი ამბავი
0