პოლიციამ ქვემო ქართლსა და იმერეთში ნარკორეალიზატორები დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2026
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქვემო ქართლსა და იმერეთში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დალავეულებს, რომელთა შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყვნენ ჩართული.
პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა რამდენჯერმე განახორციელა.
ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ დ, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0