„რეალობას მოწყვეტილი“: საქართველოში განმარტეს, რატომ არ ელიან ევროკავშირისგან ობიექტურობას

© photo: Sputnik / Алексей Витвицкийევროკავშირის დროშები
ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2026
გამოწერა
თბილისი მზად არის ბრიუსელთან დიალოგისთვის, თუ ის შინაარსიანი და სამართლიანი იქნება, აღნიშნეს საქართველოში.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ევროპელი ჩინოვნიკები მოწყვეტილი არიან რეალობასა და საღ აზრს, ამიტომ საქართველოში არსებული ვითარების ობიექტური შეფასების იმედი ჯერჯერობით არ უნდა გვქონდეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ დღეს საქართველოს საკითხი მოკლედ განიხილება, იანვარში კი იგი სიღრმისეული განხილვის გამართვის ინიციატივით გამოვა.
„სამწუხაროდ, ისინი მოწყვეტილი არიან არა მხოლოდ რეალობას, არამედ საღ აზრსაც... ამიტომ, ჩვენ კვლავ მოვისმენთ განცხადებებს, რომლებიც გაჟღენთილია გარკვეული პოლიტიკური მიკერძოებებით. ღმერთმა ქნას, საღმა აზრმა გაიმარჯვოს, მაგრამ ჯერჯერობით ოპტიმიზმის საფუძველი არ ჩანს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს საკითხის განხილვის ობიექტურობა და კაია კალასი რეალობის იგნორირებისთვის გააკრიტიკა. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისი მზად არის ბრიუსელთან შინაარსიანი და სამართლიანი დიალოგისთვის.
„ჩვენ მაინც გვინდა იმედი გამოვთქვათ, რომ პრაგმატიზმი გადასძალავს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი დიალოგისთვის, თუ ეს დიალოგი იქნება საგნობრივი და სამართლიანი”, - განაცხადა შარმანაშვილმა.
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა, შეხვედრის წინ კვლავ განაცხადა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის განაახლოს ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან,
შეხვედრის წინ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა, განაახლოს თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან, თუ იგი ევროპული ღირებულებების მიმართულებით საჭირო ნაბიჯებს გადადგამს.
.ამასთან, კოსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მოსახლეობის მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასთან სიღრმისეული თანამშრომლობა არ არსებობს.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0