https://sputnik-georgia.com/20261012/kobaxidze-70-wlamde-pirta-pensia-450larit-izrdeba-301113498.html
კობახიძე: 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება
კობახიძე: 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება
Sputnik საქართველო
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის... 12.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-12T14:24+0400
2026-10-12T14:24+0400
2026-10-12T14:25+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/02/300927503_0:322:2048:1474_1920x0_80_0_0_0486238332b7988ec87547dabd6c7760.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. 70 წლამდე პირთა პენსია 2027 წლის 1-ელი იანვრიდან 415 ლარი გახდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავრობა მაქსიმალურად შეეცდება პენსია ინდექსაციის მიღმაც გაიზარდოს.„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. შესაბამისად 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა, 1-ელი იანვრიდან გახდება 415 ლარი“,- განაცხადა კობახიძემ.ქვეყანაში პენსიები იზრდება წლიური ინდექსაციის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევიდა 2021 წლის 1-ელი იანვრიდან - პენსიები ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე.70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.პროექტის თანახმად, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 60 ლარით გაიზრდება და 555 ლარი გახდება, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ პირთა პენსია კი 665 ლარი გახდება.2027 წელს პენსიების ზრდა გამოითვალა 5,1%-იანი საშუალო წლიური ინფლაციისა და 7,7%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით.2026 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირებისთვის პენსია 370 ლარს შეადგენს, მაღალმთიან დასახლებებში - 444 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის - 495 ლარს, მაღალმთიან დასახლებებში - 595 ლარს.დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/02/300927503_0:5:2048:1541_1920x0_80_0_0_8e8b5472072414032aeb03e06e2b832e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
კობახიძე: 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება
14:24 12.10.2026 (განახლებულია: 14:25 12.10.2026) 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. 70 წლამდე პირთა პენსია 2027 წლის 1-ელი იანვრიდან 415 ლარი გახდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავრობა მაქსიმალურად შეეცდება პენსია ინდექსაციის მიღმაც გაიზარდოს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. შესაბამისად 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა, 1-ელი იანვრიდან გახდება 415 ლარი“,- განაცხადა კობახიძემ.
ქვეყანაში პენსიები იზრდება წლიური ინდექსაციის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევიდა 2021 წლის 1-ელი იანვრიდან - პენსიები ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე.
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.
პროექტის თანახმად, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 60 ლარით გაიზრდება და 555 ლარი გახდება, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ პირთა პენსია კი 665 ლარი გახდება.
2027 წელს პენსიების ზრდა გამოითვალა 5,1%-იანი საშუალო წლიური ინფლაციისა და 7,7%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით.
2026 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირებისთვის პენსია 370 ლარს შეადგენს, მაღალმთიან დასახლებებში - 444 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის - 495 ლარს, მაღალმთიან დასახლებებში - 595 ლარს.
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.