https://sputnik-georgia.com/20261011/volski-herchinskis-gancxadebas-exmianeba-301094831.html
რეალობა სხვაა: ვოლსკი აგრესიის დაფინანსების თაობაზე ჰერჩინსკის განცხადებას ეხმიანება
რეალობა სხვაა: ვოლსკი აგრესიის დაფინანსების თაობაზე ჰერჩინსკის განცხადებას ეხმიანება
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსის თქმით, რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია და ჰერჩინსკის სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ საზოგადოებას საკუთარი თავის უდანაშაულობა... 11.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-11T12:54+0400
2026-10-11T12:54+0400
2026-10-11T12:54+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625591_0:149:2400:1499_1920x0_80_0_0_8229becadecc2926eb1a0b2aed45cac5.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ისინი მუდმივად იმეორებს, რომ აგრესია არასდროს დაუფინანსებიათ, მაგრამ რეალობა არის აბსოლუტურად სხვა, განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას კომენტირებისას.საფრანგეთში საპროტესტო აქციების დარბევის საკითხზე საუბრისას ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი არ ამართლებს ძალადობას — იქნება ეს საქართველოში თუ სხვაგან. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი იცავს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და უმცირესობათა უფლებებს და ცდილობს, დაიცვას ეს ფუნდამენტური პრინციპები ყველგან.მისი თქმით, რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია და ჰერჩინსკის სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ საზოგადოებას საკუთარი თავის უდანაშაულობა დაუმტკიცოს.„ეს საქართველოში მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ არ არის მიმართული, მთლიანობაში ეს არის ქართული საზოგადოების და მთელი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად. რასაკვირველია, ამ ქმედებას აქვს აბსოლუტურად კონკრეტული აზრი, მიზანი, რომ საზოგადოება ჩაერთოს იმ დაპირისპირებაში, რომელიც მოუტანს მას ეკონომიკურ ნგრევას, თუმცა, მთლიანად ეს დაპირისპირება ევროკავშირისთვის იქნება სასარგებლო“, – განაცხადა ვოლსკიმ.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ელჩს არ აქვს პასუხი იმაზე, თუ რატომ ფინანსდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფონდებიდან ისეთი აქტივობები და აქციები, რომლებშიც „რადიკალური ოპოზიცია და ექსტრემისტული ჯგუფები“ მონაწილეობენ.საფრანგეთში უფროსკლასელები რამდენიმე კვირის განმავლობაში მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავდნენ გადატვირთული სასწავლო განრიგის, მასწავლებელთა დეფიციტისა და განათლების სფეროსთან დაკავშირებული სხვა პრობლემების გამო. ზოგიერთი აქცია არეულობაში გადაიზარდა; პარიზში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და შუქბგერითი ყუმბარები გამოიყენა. მთავრობის მონაცემებით, საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციებმა 30 მილიონ ევრომდე ზარალი გამოიწვია.უახლესი ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს 6.800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომელთა უმრავლესობაც არასრულწლოვანია. მოსწავლეთა დემონსტრაციებს უნივერსიტეტის სტუდენტები, მასწავლებლები და მშობლებიც უერთდებიან.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625591_302:151:2234:1600_1920x0_80_0_0_168f5648a3b7f42291f3d631477df82a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
რეალობა სხვაა: ვოლსკი აგრესიის დაფინანსების თაობაზე ჰერჩინსკის განცხადებას ეხმიანება
პოლიტიკოსის თქმით, რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია და ჰერჩინსკის სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ საზოგადოებას საკუთარი თავის უდანაშაულობა დაუმტკიცოს.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ისინი მუდმივად იმეორებს, რომ აგრესია არასდროს დაუფინანსებიათ, მაგრამ რეალობა არის აბსოლუტურად სხვა, განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას კომენტირებისას.
საფრანგეთში საპროტესტო აქციების დარბევის საკითხზე საუბრისას ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი არ ამართლებს ძალადობას — იქნება ეს საქართველოში თუ სხვაგან. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი იცავს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და უმცირესობათა უფლებებს და ცდილობს, დაიცვას ეს ფუნდამენტური პრინციპები ყველგან.
„ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს დაპირისპირებისკენ, ხელისუფლების გადაყენებისკენ. პირდაპირი განცხადებები – აიღეთ იარაღი და ისროლეთო – არ გაკეთებულა, მაგრამ ფაქტია, რომ დემონსტრირება ფიზიკურად, ფინანსურად, პოლიტიკურად, ყველანაირად აშკარად ხდებოდა და ახლაც მიმდინარეობს ეს პროცესი", - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია და ჰერჩინსკის სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ საზოგადოებას საკუთარი თავის უდანაშაულობა დაუმტკიცოს.
„ეს საქართველოში მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ არ არის მიმართული, მთლიანობაში ეს არის ქართული საზოგადოების და მთელი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად. რასაკვირველია, ამ ქმედებას აქვს აბსოლუტურად კონკრეტული აზრი, მიზანი, რომ საზოგადოება ჩაერთოს იმ დაპირისპირებაში, რომელიც მოუტანს მას ეკონომიკურ ნგრევას, თუმცა, მთლიანად ეს დაპირისპირება ევროკავშირისთვის იქნება სასარგებლო“, – განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ელჩს არ აქვს პასუხი იმაზე, თუ რატომ ფინანსდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფონდებიდან ისეთი აქტივობები და აქციები, რომლებშიც „რადიკალური ოპოზიცია და ექსტრემისტული ჯგუფები“ მონაწილეობენ.
საფრანგეთში უფროსკლასელები რამდენიმე კვირის განმავლობაში მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავდნენ გადატვირთული სასწავლო განრიგის, მასწავლებელთა დეფიციტისა და განათლების სფეროსთან დაკავშირებული სხვა პრობლემების გამო. ზოგიერთი აქცია არეულობაში გადაიზარდა; პარიზში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და შუქბგერითი ყუმბარები გამოიყენა. მთავრობის მონაცემებით, საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციებმა 30 მილიონ ევრომდე ზარალი გამოიწვია.
უახლესი ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს 6.800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომელთა უმრავლესობაც არასრულწლოვანია. მოსწავლეთა დემონსტრაციებს უნივერსიტეტის სტუდენტები, მასწავლებლები და მშობლებიც უერთდებიან.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.