https://sputnik-georgia.com/20261011/jandacvis-uwyeba-35-atas-ojaxs-socdaxmareba-sheuckda-301096796.html
ჯანდაცვის უწყება: 35 ათას ოჯახს სოცდახმარება შეუწყდა
ჯანდაცვის უწყება: 35 ათას ოჯახს სოცდახმარება შეუწყდა
Sputnik საქართველო
სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობისა და მიზნობრიობის გასაუმჯობესებლად მონაცემთა ბაზის გადახედვა ეტაპობრივად ხორციელდება. 11.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-11T16:00+0400
2026-10-11T16:00+0400
2026-10-11T16:00+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:3241:1824_1920x0_80_0_0_801864c4b2be04d2b73196d2bc452d8b.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც შემოწმების შედეგად ფინანსური დახმარება შეუწყდათ, 35 ათასს მიაღწია, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.2026 წლის თებერვალში სამინისტროს გადაწყვეტილებით სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის გადამოწმება დაიწყო, რომლის მიზანიც აღნიშნული სტატუსის მქონე ოჯახების ზუსტი რაოდენობის დადგენაა. სააგენტოს ცნობით, ბოლო წლებში ბევრმა მათგანმა ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესა.როგორც ცნობილია, შემოწმდა 80 ათასი ოჯახი და ის კვლავ გაგრძელდება. დადგინდა, რომ მათგან 35 ათასის მდგომარეობა გაუუმჯობესდა და დახმარებას არ საჭიროებენ.სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობისა და მიზნობრიობის გასაუმჯობესებლად მონაცემთა ბაზის გადახედვა ეტაპობრივად ხორციელდება. სტატუსის გაუქმების საფუძველი გახდება, მაგალითად, ოჯახის რომელიმე წევრის მიერ სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 2 000-ლარიანი შემოსავლის მიღება, ასევე ოჯახის წევრების მიერ ძვირადღირებული ქონების შეძენა.სოციალური დახმარება საქართველოშისოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე, რომელიც გამოითვლება აგენტის მიერ ოჯახის ინდივიდუალური შემოწმების დროს შეფასების საფუძველზე.შეფასებისას გათვალისწინებულია როგორც ოჯახის წევრების რაოდენობა, ისე მათი ყოველთვიური შემოსავალი, საცხოვრებელი პირობები და უძრავ-მოძრავი ქონება.120 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახები იღებენ ფინანსურ დახმარებას, მათ შორის 250 ლარს თითოეულ ბავშვზე. გარდა ამისა სოციალურად დაუცველთათვის მოქმედებს რიგი შეღავათები, რომელთა შორისაა სამედიცინო მომსახურება, კომუნალური გადასახადები, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ae21384c51f0726cc80bb5cc2f69bd7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ჯანდაცვის უწყება: 35 ათას ოჯახს სოცდახმარება შეუწყდა
სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობისა და მიზნობრიობის გასაუმჯობესებლად მონაცემთა ბაზის გადახედვა ეტაპობრივად ხორციელდება.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც შემოწმების შედეგად ფინანსური დახმარება შეუწყდათ, 35 ათასს მიაღწია, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
2026 წლის თებერვალში სამინისტროს გადაწყვეტილებით სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის გადამოწმება დაიწყო, რომლის მიზანიც აღნიშნული სტატუსის მქონე ოჯახების ზუსტი რაოდენობის დადგენაა. სააგენტოს ცნობით, ბოლო წლებში ბევრმა მათგანმა ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესა.
როგორც ცნობილია, შემოწმდა 80 ათასი ოჯახი და ის კვლავ გაგრძელდება. დადგინდა, რომ მათგან 35 ათასის მდგომარეობა გაუუმჯობესდა და დახმარებას არ საჭიროებენ.
სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობისა და მიზნობრიობის გასაუმჯობესებლად მონაცემთა ბაზის გადახედვა ეტაპობრივად ხორციელდება. სტატუსის გაუქმების საფუძველი გახდება, მაგალითად, ოჯახის რომელიმე წევრის მიერ სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 2 000-ლარიანი შემოსავლის მიღება, ასევე ოჯახის წევრების მიერ ძვირადღირებული ქონების შეძენა.
სოციალური დახმარება საქართველოში
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე, რომელიც გამოითვლება აგენტის მიერ ოჯახის ინდივიდუალური შემოწმების დროს შეფასების საფუძველზე.
შეფასებისას გათვალისწინებულია როგორც ოჯახის წევრების რაოდენობა, ისე მათი ყოველთვიური შემოსავალი, საცხოვრებელი პირობები და უძრავ-მოძრავი ქონება.
120 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახები იღებენ ფინანსურ დახმარებას, მათ შორის 250 ლარს თითოეულ ბავშვზე. გარდა ამისა სოციალურად დაუცველთათვის მოქმედებს რიგი შეღავათები, რომელთა შორისაა სამედიცინო მომსახურება, კომუნალური გადასახადები, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და ა.შ.