სამეგრელოში ნარკორეალიზატორი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა სამეგრელოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციაში ედება.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები განახორციელეს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ რეალიზაციას ახდენდა.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო უკანონოდ რეალიზებული ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0