https://sputnik-georgia.com/20261010/opoziciuri-partiebis-akrzalvis-sakitxs-sasamartlos-sakonstitucio-sasamartlos-plenumi-ganixilavs-301093706.html
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ სარჩელი თავდაპირველად სამ პარტიას ეხებოდა, თუმცა 2026 წლის სექტემბრისთვის სია ხუთ სუბიექტამდე გაიზარდა; გადაწყვეტილების მიღებას ცხრა... 10.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-10T17:25+0400
2026-10-10T17:25+0400
2026-10-10T17:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291085295_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_00500fa95844a2245b1b829818db32ef.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ განხილვაში ყველა მოსამართლე მიიღებს მონაწილეობას.2025 წლის ნოემბერში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით, თუმცა 2026 წლის სექტემბრისთვის სია ხუთ სუბიექტამდე გაიზარდა: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.სასამართლოს არგუმენტებისაკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პრაქტიკაში მას აქამდე არ გაუკეთებია პარტიების შექმნასთან ან უკვე რეგისტრირებული პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო შეფასება და რომ ეს საქმე სასამართლოს საქმიანობაში „განსაკუთრებულ და იშვიათ შემთხვევას“ წარმოადგენს.„საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დგას თითოეული პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და მათი აკრძალვის საფუძვლების ინდივიდუალურად შეფასების ამოცანა, ვინაიდან საკონსტიტუციო სარჩელით პარლამენტის 88 წევრი ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს“, — ნათქვამია სასამართლოს დასაბუთებაში.საკონსტიტუციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ აღნიშნული სარჩელი სასამართლოს პლენუმის მიერ განხილვას მოითხოვს და არა — ცალკეული კოლეგიის მიერ. ეს ნიშნავს, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს სასამართლოს ცხრავე მოსამართლე და არა — ერთი კოლეგიის ოთხი მოსამართლე.საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უძღვება სასამართლოს პლენუმის სხდომებს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით უნდა მიიღოს.სარჩელის არსითავის სარჩელში „ქართული ოცნება“ აღნიშნავს, რომ მას აქვს მტკიცებულებები იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები 2016 წლიდან, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაოპოლიტიკურ, ისე საგარეოპოლიტიკურ ლეგიტიმაციას და, შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას.ამასთან „ქართული ოცნება“ მზადაა დაამტკიცოს, რომ ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიები არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას წარმოადგენენ.არგუმენტად „ოცნებას“ მოჰყავს ის ფაქტი, რომ ოპოზიციური პარტიები ერთიანდებოდნენ პოლიტიკურ პროცესებში და კოალიციებს ქმნიდნენ: კერძოდ, ჩამოაყალიბეს „ოპოზიციური ალიანსი“ და ხელი მოაწერეს „ქართულ ქარტიას“. გარდა ამისა, პარტია მიუთითებს, რომ ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალები კოალიციებს საკრებულოებში ქმნიდნენ.გარდა ამისა, პარტია მზადაა დაამტკიცოს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში პარტიების ლიდერები სხვადასხვა მნიშვნელოვან პოსტებს იკავებდნენ და მათი დახმარებით/მონაწილეობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანის უფლებებს არღვევდა. დარღვევებს შორის ნახსენებია 2008 წლის კონფლიქტი, წამება ციხეებში და 2004-2012 წლებში მომხდარი ადამიანის უფლებების სხვა დადასტურებული დარღვევები.გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ „ეს პოლიტიკური პარტიები იზიარებენ საერთო მიზნებსა და მისწრაფებებს, ერთიან პოლიტიკურ პოზიციას და გამოხატავენ თანხმობას, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით განახორციელონ არაკონსტიტუციური ქმედებები, მათ შორის, მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაცია და ხალხის ნებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული უარყოფა“. მტკიცებულების სახით „ოცნება“ იშველიებს პარლამენტში მუშაობაზე უარის თქმას და 2022-2025 წლებში ხელისუფლების დამხობის მცდელობებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291085295_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_e7a83052c1026bade8c288d1409fa881.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს
„ქართული ოცნების“ სარჩელი თავდაპირველად სამ პარტიას ეხებოდა, თუმცა 2026 წლის სექტემბრისთვის სია ხუთ სუბიექტამდე გაიზარდა; გადაწყვეტილების მიღებას ცხრა მოსამართლის ხმათა უმრავლესობა სჭირდება
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ განხილვაში ყველა მოსამართლე მიიღებს მონაწილეობას.
2025 წლის ნოემბერში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით, თუმცა 2026 წლის სექტემბრისთვის სია ხუთ სუბიექტამდე გაიზარდა: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პრაქტიკაში მას აქამდე არ გაუკეთებია პარტიების შექმნასთან ან უკვე რეგისტრირებული პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო შეფასება და რომ ეს საქმე სასამართლოს საქმიანობაში „განსაკუთრებულ და იშვიათ შემთხვევას“ წარმოადგენს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დგას თითოეული პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და მათი აკრძალვის საფუძვლების ინდივიდუალურად შეფასების ამოცანა, ვინაიდან საკონსტიტუციო სარჩელით პარლამენტის 88 წევრი ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს“, — ნათქვამია სასამართლოს დასაბუთებაში.
საკონსტიტუციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ აღნიშნული სარჩელი სასამართლოს პლენუმის მიერ განხილვას მოითხოვს და არა — ცალკეული კოლეგიის მიერ. ეს ნიშნავს, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს სასამართლოს ცხრავე მოსამართლე და არა — ერთი კოლეგიის ოთხი მოსამართლე.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უძღვება სასამართლოს პლენუმის სხდომებს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით უნდა მიიღოს.
თავის სარჩელში „ქართული ოცნება“ აღნიშნავს, რომ მას აქვს მტკიცებულებები იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები 2016 წლიდან, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაოპოლიტიკურ, ისე საგარეოპოლიტიკურ ლეგიტიმაციას და, შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას.
ამასთან „ქართული ოცნება“ მზადაა დაამტკიცოს, რომ ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიები არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას წარმოადგენენ.
არგუმენტად „ოცნებას“ მოჰყავს ის ფაქტი, რომ ოპოზიციური პარტიები ერთიანდებოდნენ პოლიტიკურ პროცესებში და კოალიციებს ქმნიდნენ: კერძოდ, ჩამოაყალიბეს „ოპოზიციური ალიანსი“ და ხელი მოაწერეს „ქართულ ქარტიას“. გარდა ამისა, პარტია მიუთითებს, რომ ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალები კოალიციებს საკრებულოებში ქმნიდნენ.
გარდა ამისა, პარტია მზადაა დაამტკიცოს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში პარტიების ლიდერები სხვადასხვა მნიშვნელოვან პოსტებს იკავებდნენ და მათი დახმარებით/მონაწილეობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანის უფლებებს არღვევდა. დარღვევებს შორის ნახსენებია 2008 წლის კონფლიქტი, წამება ციხეებში და 2004-2012 წლებში მომხდარი ადამიანის უფლებების სხვა დადასტურებული დარღვევები.
გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ „ეს პოლიტიკური პარტიები იზიარებენ საერთო მიზნებსა და მისწრაფებებს, ერთიან პოლიტიკურ პოზიციას და გამოხატავენ თანხმობას, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით განახორციელონ არაკონსტიტუციური ქმედებები, მათ შორის, მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაცია და ხალხის ნებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული უარყოფა“. მტკიცებულების სახით „ოცნება“ იშველიებს პარლამენტში მუშაობაზე უარის თქმას და 2022-2025 წლებში ხელისუფლების დამხობის მცდელობებს.