https://sputnik-georgia.com/20261010/kaxetsi-narkodanasaulis-braldebit-4-piri-daakaves-mat-soris-erti-realizatoria-301090494.html
კახეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი რეალიზატორია
კახეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი რეალიზატორია
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 10.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-10T13:04+0400
2026-10-10T13:04+0400
2026-10-10T13:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახეთი
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23423/72/234237210_0:284:2631:1764_1920x0_80_0_0_e0ad86a6f39fe4ded3b5b607838bf876.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა კახეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, რეალიზაციასა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებაში ედებათ.სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, ეზოსა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მათ შორის მცენარე „კანაფი“ და „მარიხუანა“.სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ-ერთი დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე ტერცია და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23423/72/234237210_0:37:2631:2010_1920x0_80_0_0_5143185c55d28d3512e9982d5743717a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კახეთი , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კახეთი , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში
კახეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი რეალიზატორია
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა კახეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, რეალიზაციასა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებაში ედებათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, ეზოსა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მათ შორის მცენარე „კანაფი“ და „მარიხუანა“.
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ-ერთი დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე ტერცია და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.