2,5 მლნ ლარის გათეთრება: უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსაქართელოს პროკურატურა
საქართელოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2026
გამოწერა
პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდება.
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის გათეთრების მიზნით საქართველოში კომპანია დააფუძნა, რომლის საბანკო ანგარიშებზეც უცხოეთიდან, ყალბი ხელშეკრულების საფუძველზე, 2,5 მლნ ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა ჩარიცხა.
„ბრალდებულმა თანხის წარმომავლობა შენიღბა, როგორც კანონიერი გზით მიღებული შემოსავალი და მისი ნაწილი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის საფუძველზე საზღვარგარეთ გადარიცხა“, - ნათქვამია განცხადებაში.

უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებითდიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირთან მიმართებით - ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდება.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული 2,5 მლნ ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.
ყველა ახალი ამბავი
0