https://sputnik-georgia.com/20261010/---------301091272.html
ანაკლიის პორტამდე რკინიგზა უნდა გაიყვანონ - მთავრობის გეგმები
ანაკლიის პორტამდე რკინიგზა უნდა გაიყვანონ - მთავრობის გეგმები
Sputnik საქართველო
მთავრობის ამოცანაა 2029 წლისთვის დაასრულოს პირველი ფაზის სამუშაოები და მიიღოს პირველი გემები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. 10.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-10T15:23+0400
2026-10-10T15:23+0400
2026-10-10T15:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ანაკლია
საქართველოს რკინიგზა
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24720/77/247207739_50:0:1556:847_1920x0_80_0_0_5a78f64c485c5e59b62654df45c16306.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი რკინიგზის მშენებლობისთვის ბაზრის კვლევა გამოცხადდა, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.მთავრობის 6 ივნისის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება წამყვანი კერძო ინვესტორის გარეშე, ხოლო სახელმწიფო პორტის წილების 100% ადრე გამოცხადებული 51%-იანი წილის ნაცვლად შეინარჩუნებს. ამჟამად მომავალი პორტის აკვატორიაში მიმდინარეობს ფსკერის დაღრმავების სამუშაოები.მინისტრის მოადგილის თქმით, რკინიგზამ პროექტირება უკვე დაასრულა და პროექტი სამშენებლო ეტაპზე გადადის.„ეს უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ანაკლია დაუკავშირდეს სატრანსპორტო ქსელებს. ამ მიმართულებით საავტომობილო მიმართულებითაც მიდის მუშაობა. ასევე ვგეგმავთ, რომ განვავითაროთ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იმისათვის, რომ შეიქმნას ის ეკოსისტემა, რაც აუცილებელია სატრანსპორტო ჰაბისთვის“, - აღნიშნა იოსელიანმა.მთავრობის ინფორმაციით, პროექტი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით განხორციელდება. საქართველოს ხელისუფლება ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს მსოფლიო ბანკსა და აზიის განვითარების ბანკთან.ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას (დაღრმავება, ტალღმჭრელის პროექტირება და მშენებლობა) უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები 3 წლის შემდეგ დასრულდება.მთავრობის ამოცანაა 2029 წლისთვის დაასრულოს პირველი ფაზის სამუშაოები და მიიღოს პირველი გემები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ამ ეტაპის დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24720/77/247207739_238:0:1367:847_1920x0_80_0_0_a8f84aee8733af3624da31d2aab15eb2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ანაკლია, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ანაკლია, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს მთავრობა
ანაკლიის პორტამდე რკინიგზა უნდა გაიყვანონ - მთავრობის გეგმები
მთავრობის ამოცანაა 2029 წლისთვის დაასრულოს პირველი ფაზის სამუშაოები და მიიღოს პირველი გემები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი რკინიგზის მშენებლობისთვის ბაზრის კვლევა გამოცხადდა, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.
მთავრობის 6 ივნისის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება წამყვანი კერძო ინვესტორის გარეშე, ხოლო სახელმწიფო პორტის წილების 100% ადრე გამოცხადებული 51%-იანი წილის ნაცვლად შეინარჩუნებს. ამჟამად მომავალი პორტის აკვატორიაში მიმდინარეობს ფსკერის დაღრმავების სამუშაოები.
„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გეგმა-გრაფიკის მიხედვით მივდივართ და გუშინ გამოცხადდა ბაზრის კვლევა რკინიგზის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ წლის ბოლომდე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდეს“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, რკინიგზამ პროექტირება უკვე დაასრულა და პროექტი სამშენებლო ეტაპზე გადადის.
„ეს უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ანაკლია დაუკავშირდეს სატრანსპორტო ქსელებს. ამ მიმართულებით საავტომობილო მიმართულებითაც მიდის მუშაობა. ასევე ვგეგმავთ, რომ განვავითაროთ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იმისათვის, რომ შეიქმნას ის ეკოსისტემა, რაც აუცილებელია სატრანსპორტო ჰაბისთვის“, - აღნიშნა იოსელიანმა.
მთავრობის ინფორმაციით, პროექტი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით განხორციელდება. საქართველოს ხელისუფლება ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს მსოფლიო ბანკსა და აზიის განვითარების ბანკთან.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას (დაღრმავება, ტალღმჭრელის პროექტირება და მშენებლობა) უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები 3 წლის შემდეგ დასრულდება.
მთავრობის ამოცანაა 2029 წლისთვის დაასრულოს პირველი ფაზის სამუშაოები და მიიღოს პირველი გემები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.
როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ამ ეტაპის დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.