https://sputnik-georgia.com/20261009/xelfasebis-20-procentiani-zrda-saqartvelos-premierma-rkinigzelebs-profesiuli-dre-miuloca-301078436.html
ხელფასების 20%-იანი ზრდა: საქართველოს პრემიერმა რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა
ხელფასების 20%-იანი ზრდა: საქართველოს პრემიერმა რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა
Sputnik საქართველო
მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 ოქტომბერი ოფიციალურად რკინიგზელის დღედ გამოცხადდა 09.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-09T17:21+0400
2026-10-09T17:21+0400
2026-10-09T17:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რკინიგზა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23769/93/237699332_0:62:1000:625_1920x0_80_0_0_ca9fdb948c4fa50fdb25afee389e0b3c.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. 2027 წლიდან რკინიგზის ყველა თანამშრომელს ხელფასი 20%-ით გაეზრდება — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.პრემიერ-მინისტრის თქმით, რკინიგზის სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა უკვე გამოიღო შედეგი, რამაც ხელფასების ზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შექმნა.„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების“ პროექტის პრეზენტაცია, რომელიც მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას ითვალისწინებს, თბილისში, 5 მაისს გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.როგორც მაშინ პრემიერმა განაცხადა, შემდეგი 10 წლის განმავლობაში რკინიგზაში განხორციელდება ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, რომლის საორიენტაციო მოცულობა არის 1,7 მლრდ დოლარი.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 154 წლის განმავლობაში რკინიგზელების არაერთი თაობა ემსახურება ძალიან მნიშვნელოვან საქმეს.ღონისძიებაზე ეკონომიკის მინისტრიც გამოვიდა სიტყვით. მან განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.„ახალი მენეჯმენტის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კომპანიის მართვაში, გაუმჯობესდა საოპერაციო პროცესები და მნიშვნელოვნად გაიზარდა ეფექტიანობა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრის ინფორმაციით, 2026 წლის ცხრა თვეში საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება თითქმის გაორმაგდა და 175 მილიონ ლარს მიაღწია.„სატვირთო გადაზიდვები 13%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების გადაადგილების დრო განახევრდა. სწორედ აღნიშნულმა შედეგებმა მოგვცა შესაძლებლობა, 2027 წლის პირველი იანვრიდან უშუალოდ სარკინიგზო ხაზზე მომუშავე თანამშრომლების შრომის ანაზღაურება დაახლოებით 20%-ით გავზარდოთ“, - განაცხადა მინისტრმა.რკინიგზელის დღემთავრობის გადაწყვეტილებით 10 ოქტომბერი ოფიციალურად გამოცხადებულია რკინიგზელის დღედ. 1872 წლის 10 ოქტომბერს თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი ჩავიდა. ეს თარიღი საქართველოს რკინიგზის დაბადების დღედ ითვლება.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად ფლობს როგორც ლიანდაგებს, ასევე მთელ მოძრავ შემადგენლობას. ის უზრუნველყოფს სატვირთო გადაზიდვების მომსახურებას, სხვადასხვა სახის ტვირთის გადაზიდვას, ძირითადად კასპიის ზღვიდან და ცენტრალური აზიიდან აღმოსავლეთით დასავლეთით შავ ზღვამდე.„საქართველოს რკინიგზა“ ასევე უზრუნველყოფს შიდა და საერთაშორისო სამგზავრო მომსახურებას.საქართველოში სატრანზიტო მარშრუტების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში სერიოზულ ინვესტიციებს დებს.ქვეყნის მასშტაბით მშენებარე ძირითადი ინფრასტრუქტურა ახალი „აბრეშუმის გზის“ ნაწილია. ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23769/93/237699332_96:0:1000:678_1920x0_80_0_0_ffeca1e8914af5f153ff87a36b912b90.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სოციალური სფერო საქართველოში
ხელფასების 20%-იანი ზრდა: საქართველოს პრემიერმა რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა
მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 ოქტომბერი ოფიციალურად რკინიგზელის დღედ გამოცხადდა
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. 2027 წლიდან რკინიგზის ყველა თანამშრომელს ხელფასი 20%-ით გაეზრდება — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, რკინიგზის სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა უკვე გამოიღო შედეგი, რამაც ხელფასების ზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შექმნა.
„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების“ პროექტის პრეზენტაცია, რომელიც მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას ითვალისწინებს, თბილისში, 5 მაისს გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც მაშინ პრემიერმა განაცხადა, შემდეგი 10 წლის განმავლობაში რკინიგზაში განხორციელდება ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, რომლის საორიენტაციო მოცულობა არის 1,7 მლრდ დოლარი.
„მინდა, დღეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ რკინიგზელს, რკინიგზელებს, რომლებიც ყოველდღიურად, ხშირად ძალიან რთულ პირობებში, უზრუნველყოფენ რკინიგზის გამართულ და უსაფრთხო მუშაობას. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ, ჩვენი გადაწყვეტილებით, 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის შრომის ანაზღაურება გაიზრდება 20 პროცენტით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 154 წლის განმავლობაში რკინიგზელების არაერთი თაობა ემსახურება ძალიან მნიშვნელოვან საქმეს.
ღონისძიებაზე ეკონომიკის მინისტრიც გამოვიდა სიტყვით. მან განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.
„ახალი მენეჯმენტის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კომპანიის მართვაში, გაუმჯობესდა საოპერაციო პროცესები და მნიშვნელოვნად გაიზარდა ეფექტიანობა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, 2026 წლის ცხრა თვეში საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება თითქმის გაორმაგდა და 175 მილიონ ლარს მიაღწია.
„სატვირთო გადაზიდვები 13%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების გადაადგილების დრო განახევრდა. სწორედ აღნიშნულმა შედეგებმა მოგვცა შესაძლებლობა, 2027 წლის პირველი იანვრიდან უშუალოდ სარკინიგზო ხაზზე მომუშავე თანამშრომლების შრომის ანაზღაურება დაახლოებით 20%-ით გავზარდოთ“, - განაცხადა მინისტრმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით 10 ოქტომბერი ოფიციალურად გამოცხადებულია რკინიგზელის დღედ. 1872 წლის 10 ოქტომბერს თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი ჩავიდა. ეს თარიღი საქართველოს რკინიგზის დაბადების დღედ ითვლება.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად ფლობს როგორც ლიანდაგებს, ასევე მთელ მოძრავ შემადგენლობას. ის უზრუნველყოფს სატვირთო გადაზიდვების მომსახურებას, სხვადასხვა სახის ტვირთის გადაზიდვას, ძირითადად კასპიის ზღვიდან და ცენტრალური აზიიდან აღმოსავლეთით დასავლეთით შავ ზღვამდე.
„საქართველოს რკინიგზა“ ასევე უზრუნველყოფს შიდა და საერთაშორისო სამგზავრო მომსახურებას.
საქართველოში სატრანზიტო მარშრუტების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში სერიოზულ ინვესტიციებს დებს.
ქვეყნის მასშტაბით მშენებარე ძირითადი ინფრასტრუქტურა ახალი „აბრეშუმის გზის“ ნაწილია. ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.