მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინი: დსთ-ის ლიდერები მიიღებენ რეზოლუციას საერთო ისტორიის შენარჩუნების შესახებ

© Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიდსთ-ს 94-ე სხდომა
დსთ-ს 94-ე სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2026
გამოწერა
დსთ-ის ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს სიმართლე საბჭოთა კავშირის მიღწევებისა და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში წინა თაობების გმირული ღვაწლის შესახებ.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ განცხადებას საერთო ისტორიის შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ — ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დსთ-ის ლიდერების ვიწრო ფორმატის შეხვედრაზე განაცხადა.
ამჟამად თურქმენეთში დსთ-ის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი მიმდინარეობს.
„ვისაუბრე დსთ-ის ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე ჩვენი საერთო ისტორიის დასაცავად და მისი ფალსიფიკაციის თავიდან ასაცილებლად“, — აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, ახალგაზრდა თაობამ უნდა იცოდეს სიმართლე საბჭოთა პერიოდში დსთ-ის ქვეყნების ყველა ხალხის მიღწევების შესახებ. ამას ხელს შეუწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების აუცილებლობისადმი მიძღვნილი საგანგებო განცხადება.
დსთ-ის ხალხთა საერთო ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების მნიშვნელობაზე საუბრისას, პრეზიდენტმა ასევე აქტუალური ამოცანა უწოდა თანამეგობრობის პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაციის აუცილებლობას.
„საზოგადოებაში, მედიასივრცესა და საერთაშორისო ასპარეზზე დსთ-ის პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაცია უაღრესად აქტუალური ამოცანაა“, — განაცხადა მან.
შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც მიმდინარე შეხვედრაზე უნდა დამტკიცდეს, ამ მიმართულებით ძალისხმევის გააქტიურებას მოემსახურება.
დსთ 2026 წლის დეკემბერში დაარსებიდან 35-ე წლისთავს აღნიშნავს.
ყველა ახალი ამბავი
0