https://sputnik-georgia.com/20261009/prokuraturam-erovnuli-bankis-sabwos-wevris-mimart-gamozieba-daiwyo-301074448.html
პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიმართ გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიმართ გამოძიება დაიწყო
Sputnik საქართველო
"ბიტექსჩეინჯის" ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას... 09.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-09T12:21+0400
2026-10-09T12:21+0400
2026-10-09T12:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, გამოძიება ეროვნულ ბანკში შპს "ბიტექსჩეინჯის" (Bitxchange) ხელმძღვანელი პირების მიერ წარდგენილი განცხადებებისა და მათზე დართული აუდიოჩანაწერების საფუძველზე დაიწყო. ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი მასალების მიხედვით, შპს "ბიტექსჩეინჯის" ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ნანა ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ეროვნული ბანკი და განაცხადა, რომ უწყება გაეცნო შპს "ბიტექსჩეინჯის" წარმომადგენლების წერილებში დასახელებულ გარემოებებს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პირველადი შიდა შესწავლა ჩაატარა. მათი ცნობით, ვინაიდან წერილში აღნიშნული ფაქტების სამართლებრივი გადამოწმება სცილდება ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს, მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს. როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან. მათი ინფორმაციით, ვირტუალური აქტივების პროვაიდერი შპს "ბიტექსჩეინჯი" დაჯარიმებულია ეროვნული ბანკის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესის დარღვევისთვის მისი გეგმიური შემოწმების შედეგად. "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, ასევე "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს და მისი ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორი. გამოძიება სსკ-ის 337-ე მუხლით დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.ნანა ყეინიშვილი ევროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა 2023 წლის სექტემბერში, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარდგინების საფუძველზე დაამტკიცა. რაც შეეხება შპს "ბიტექსჩეინჯს", მისი ძირითადი საქმიანობა კრიპტოვალუტის კონვერტაციაა. კომპანია კრიპტო აპარატებს აწარმოებს. "ბიტექსჩეინჯის" ქსელი საქართველოს მასშტაბით 75 კრიპტო აპარატს ითვლის, რომელთა საშუალებითაც ლარის სანაცვლოდ კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს პროკურატურა
პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიმართ გამოძიება დაიწყო
"ბიტექსჩეინჯის" ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება ეროვნულ ბანკში შპს "ბიტექსჩეინჯის" (Bitxchange) ხელმძღვანელი პირების მიერ წარდგენილი განცხადებებისა და მათზე დართული აუდიოჩანაწერების საფუძველზე დაიწყო.
ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი მასალების მიხედვით, შპს "ბიტექსჩეინჯის" ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ნანა ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული.
ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.
აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ეროვნული ბანკი და განაცხადა, რომ უწყება გაეცნო შპს "ბიტექსჩეინჯის" წარმომადგენლების წერილებში დასახელებულ გარემოებებს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პირველადი შიდა შესწავლა ჩაატარა.
მათი ცნობით, ვინაიდან წერილში აღნიშნული ფაქტების სამართლებრივი გადამოწმება სცილდება ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს, მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს.
როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან.
მათი ინფორმაციით, ვირტუალური აქტივების პროვაიდერი შპს "ბიტექსჩეინჯი" დაჯარიმებულია ეროვნული ბანკის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესის დარღვევისთვის მისი გეგმიური შემოწმების შედეგად.
"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, ასევე "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს და მისი ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორი.
გამოძიება სსკ-ის 337-ე მუხლით დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ნანა ყეინიშვილი ევროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა 2023 წლის სექტემბერში, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარდგინების საფუძველზე დაამტკიცა.
რაც შეეხება შპს "ბიტექსჩეინჯს", მისი ძირითადი საქმიანობა კრიპტოვალუტის კონვერტაციაა. კომპანია კრიპტო აპარატებს აწარმოებს. "ბიტექსჩეინჯის" ქსელი საქართველოს მასშტაბით 75 კრიპტო აპარატს ითვლის, რომელთა საშუალებითაც ლარის სანაცვლოდ კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი.