ფასდაკლებების სახელმწიფო პორტალის სატელეფონო აპლიკაცია შეიქმნა

CC BY 2.0 / Tim Reckmann / Online-Shopონლაინ-ვაჭრობა
ონლაინ-ვაჭრობა - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2026
გამოწერა
მომხმარებლებს შეუძლიათ ფასების ერთ სივრცეში შედარება, ინდივიდუალური კალათის შექმნა და პოტენციური დანაზოგის გამოთვლა
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik.კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ შექმნილი საინფორმაციო პორტალი - www.ekalata.gov.ge - უკვე Android-ისა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებშიც არის ხელმისაწვდომი.
პორტალი მომხმარებლებს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში არსებული ფასების ერთ სივრცეში შედარების, ინდივიდუალური კალათის შექმნისა და პოტენციური დანაზოგის გამოთვლის შესაძლებლობას აძლევს. პორტალზე შესაძლებელია 13 საბაზისო სასურსათო და 10 პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ფასების შედარება.
პორტალზე განთავსებული ინფორმაცია, სავაჭრო ქსელების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, ოპერატიულად ახლდება, რაც მომხმარებლებს ფასების მიმდინარე მდგომარეობის შედარების შესაძლებლობას აძლევს. აგრეთვე, პორტალზე მაღაზიების გეოლოკაციაც არის მითითებული.
„სექტემბრის ფასების დინამიკის მიხედვით, თვის დასაწყისთან შედარებით, თვის ბოლოს 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 4,4%-ით, ხოლო 10 პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი კალათის ღირებულება 5,3%-ით შემცირდა“, - ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილი საინფორმაციო პორტალი ekalata.gov.ge მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა - პორტალზე მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს გაეცნოს. საინფორმაციო პორტალი www.ekalata.gov.ge მომხმარებელს ყოველდღიურად აძლევს შესაძლებლობას, შეადაროს ფასები წამყვან სავაჭრო ქსელებში, შექმნას ინდივიდუალური კალათა და გააკეთოს გაცნობიერებული არჩევანი.
მას შემდეგ, რაც საპარლამენტო კომისიამ საქართველოში ფასებზე მოქმედი მხოლოდ სისტემური პრობლემების გამოვლენა შეძლო და კარტელური გარიგებები გამორიცხა, ფასების შემცირების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში სურსათზე ფასები, ზოგადად, უფრო დაბალია, ვიდრე საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, თუმცა დაბალი ხელფასების გამო ფასწარმოქმნის საკითხი მოსახლეობისთვის უკიდურესად მტკივნეული რჩება, რის გამოც მთავრობა დაინტერესებულია საქონლის ღირებულების შემცირებით.
ყველა ახალი ამბავი
0