თბილისში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2026
გამოწერა
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებული სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე ჯგუფური მკვლელობის, ხულიგნობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძებნილი პირი თბილისში დააკავეს.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0