ექსპორტის ზრდა და ინვესტიციები: საქართველოს პრემიერი ჩინეთთან თანამშრომლობის შესახებ

© photo: Sputnik / Илья Питалев / გადასვლა მედიაბანკშიჩინეთის დროშა
ჩინეთის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2026
გამოწერა
პრემიერის თქმით, ჩინეთიდან შემოსულმა პირდაპირმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, რითიც ჩინეთი პირველ ადგილზეა ამ მაჩვენებლით, ამჟამად ქვეყნებს შორის სრულდება 14 ავიარეისი კვირაში
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაფართოებამ საქართველოს ხელშესახები შედეგები მოუტანა ექსპორტისა და ინვესტიციების ზრდის სახით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკურ სფეროში და ჩინეთი საქართველოს სამ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა.
„ჩინეთთან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობის გაფართოება. გაფართოვდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ამას აქვს უკვე კონკრეტული ხელშესახები შედეგი. ეს არ არის მხოლოდ ხელმოწერილი დოკუმენტები. იანვარ-აგვისტოში, მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 177%-ით“, - განაცხადა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, ასევე იზრდება ინვესტიციები ჩინეთიდან. „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი. ჩინეთი პირველ ადგილზეა ამ მაჩვენებლით“, - განაცხადა მან.
ასევე, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირდაპირი ავიარეისების დამატება. კვირაში 14 ავიარეისი სრულდება საქართველოსა და ჩინეთს შორის, რასაც ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისით.
ასევე, მისი თქმით, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე კორეის რესპუბლიკასთან, ასევე სერბეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან. ამ პროცესის დასრულების შედეგად 120-მილიონიან ბაზარზე იღებს წვდომას ჩვენი ქვეყანა, რაც სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს ტენდენციები ჩვენ გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების საშუალებას, საგარეო ვალის ყოველწლიურად შემცირების საშუალებას, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ყოველწლიურად შემცირების საშუალებას, ზოგადად, ფისკალური კუთხით სწორი მაჩვენებლების შენარჩუნების და უზრუნველყოფის შესაძლებლობას“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველო და ჩინეთი
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
ყველა ახალი ამბავი
0