თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2026
გამოწერა
დანაშაული 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში ურთიერთშეკალაპარკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების შედეგად ბასრი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა ერთ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0