საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების არეალის გაფართოებას გეგმავს

© photo: Sputnikმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2026
გამოწერა
მოლაპარაკებები მიმდინარეობს სერბეთთან, სამხრეთ კორეასთან და სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოსთან
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს სერბეთთან, სამხრეთ კორეასთან და სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების თაობაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ითვალისწინებს საქონელზე საბაჟო გადასახადების გაუქმებას ან შემცირებას შესაბამისი შეთანხმებების პირობების დაცვით.
დღეისათვის საქართველოს მსგავსი შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, ჰონგ-კონგთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA).
თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ასევე მოქმედებს საქართველოსა და თურქეთს, უკრაინასა და დსთ-ს ქვეყნებს შორის.
ყველა ახალი ამბავი
0