საქართველო დაცულ ტერიტორიებს აფართოებს

გამოწერა
კავკასიის მაღალი მთებიდან — კოლხეთის ტყეებსა და ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ნახევრადუდაბნოებამდე — საქართველო აგრძელებს იმ ტერიტორიების გაფართოებას, სადაც ბუნება სახელმწიფოს განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა.
დღეს ქვეყანაში 112 დაცული ტერიტორიაა, მათი საერთო ფართობი აღემატება 1 მილიონ ჰექტარს — რაც საქართველოს მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 15%-ია.
2026 წელს შეიქმნა 12 ახალი დაცული ტერიტორია, კიდევ ორი - გაფართოვდა,
დაცვის ქვეშ მოექცა დამატებით 136 ათასი ჰექტარი.
აღნიშნული ტერიტორიების დაცვას უზრუნველყოფს 500-მდე რეინჯერი,
რომელთა მიზანია - ტყეების, იშვიათი სახეობის მცენარეებისა და ცხოველების დაცვა, ბრაკონიერობასთან ბრძოლა და ბუნებრივი ეკოსისტემების მდგომარეობის მონიტორინგი. ამასთან, ვითარდება ეროვნული პარკების ინფრასტრუქტურა და ეკოტურიზმი.
ყველა ახალი ამბავი
0